ნატო (ნატალია) შაინიძის ბლოგი: სასკოლო კლუბები
ნატო (ნატალია) შაინიძის ბლოგი: სასკოლო კლუბები: ჩემს მიერ სასკოლო კლუბში განხორციელებულ აქტივობებს იხილავთ აქ მოცემულ სოციალური ქსელის პროფილზე სასკოლო კლუბი სახელია , ,ლიანატა "...
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=311149189420748&id=246163569252644
https://web.facebook.com/kokotauri/
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=311149189420748&id=246163569252644
https://web.facebook.com/kokotauri/
სსიპ
კოკოტაურის საჯარო სკოლის კლუბ ,,--ლიანატა -“ ის
წესდება
1.
ზოგადი
დებულებები
1.1. სსიპ -კოკოტაურის საჯარო
სკოლის კლუბი ,,-ლიანატას-“ ის (შემდგომში
- კლუბი) დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის
„ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ
პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული
საჯარო სკოლის წესდების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ინიციატივით.
1.2.
კლუბი დაფუძნებულია ერთი სასწავლო წლის
ვადით.
1.3.
კლუბს აქვს სახელწოდება,
ლოგო, აგრეთვე შეიძლება
ჰქონდეს სხვა
რეკვიზიტები.
1.4
კლუბის იურიდიული მისამართი:
საქართველო, ქედა. სოფელი კოკოტაური.
2. კლუბის მიზნები და ამოცანები
2.1.
მოსწავლეთა საკუთარი თავის
გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
2.2. სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა ;
2.3. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;
2.4. მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების
გამოვლინება და ჩამოყალიბება;
2.5.მიღებული ცოდნის ადაპტირება ყოფა-ცხოვრებაში;
2.6. პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
2.7. პრობლემის გადაჭრის უნარი გამოვლენა;
2.8. წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების
მიღება-გაზიარება;
2.9. კლუბი უფლებამოსილია
განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება
კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე
და არ ეწინააღმდეგება საქართველოს
კანონმდებლობას;
2.10. სასკოლო კლუბის ძირითად
მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ
საინტერესო საკითხების განხილვა. ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების
ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.
3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის
შეწყვეტა
3.1.
კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2.
კლუბის წევრი შეიძლება
გახდეს ამავე სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის
მიზნებს;
3.3.
კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობით
ამ წესდების დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;
3.4.
კლუბის წევრი ვალდებულია
მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები,
შეასრულოს დავალებები და
კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
3.5.
კლუბის წევრს ეკრძალება
იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით კურატორთან
შეთანხმების გარეშე;
3.6.
კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის
მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის
საქმიანობასთან;
3.7.
კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა)
პირადი განცხადების დაფუძველზე;
ბ)
კლუბის წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როდესაც
მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და
უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების
დებულებებს;
გ)
მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად.
4. კლუბის მართვა
და გადაწყვეტილებების მიღების წესი
4.1.
კლუბს შეიძლება ჰყავდეს
კურატორი (მასწავლებელი), რომლის
უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს
კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს
კლუბი მესამე პირებთან, უხელმძღვანელოს კლუბის
მიერ განსახორციელებელი
პროექტებისა და პროგრამების
შემუშავებასა და რეალიზაციას,
განაგოს კლუბის ქონება;
4.2.
გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც
გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.
5. კლუბის მუშაობა
5.1.
კლუბი იკრიბება საჭიროებიდან გამომდინარე;
5.2.
კლუბი მუშაობს წინასწარ
შემუშავებული სამოქმედო გეგმით;
5.3.
კლუბის კურატორი ინტერნეტსივრცეში ქმნის facebook
–ის გვერდს, სადაც განთავსდება ინფორმაცია კლუბის სახელწოდება, კლუბის წესდება, სამოქმედო
გეგმა და ფოტომასალა კლუბის საქმიანობის
შესახებ;
5.4.
ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად კლუბის წევრები:
• ახორციელებენ ფილმებიბის ჩვენების
მიხედვით განხილვას და შთაბეჭდილებების გაზიარებას
• ორგანიზებას უწევენ ფილმების შერჩევას
და მასში მონაწილეთა დასწრებას
• უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას
კლუბის ფარგლებში წამოჭრილ სიახლეებთან დაკავშირებით;
• წინადადებებით მიმართავენ სკოლის
მოსწავლეთა თვითმმართველობას.
6. ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება
შესაბამისი წინადადების მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ
სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.
7. კლუბის საქმიანობის
შეწყვეტის საფუძვლები
კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის
წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ)
კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.
კლუბის სამოქმედო გეგმა
#1
|
განსახილველი
აქტივობები
|
აქტივობების განხორციელების
დრო
|
1
|
კინოკლუბის დაარსება და სახელის-ლოგოს შერჩევა
|
-იანვარი 2018 წელი
|
2
|
სასკოლო კლუბის წესდების და კლუბში გაწევრიანების განაცხადის შექმნა
|
2018 წლის თებერვლის
პირველი კვირა
|
3
|
ბელთა ინფორმირება ხელშეკრულებების გაფორმება და კლუბის გასაჯაროვება-თებერვალი 2018 წელი
|
2018 წლის თებერვლის
მეორე კვირა
|
4
|
თვითმმართველობის წევრებთან შეხვედრა კლუბის კურატორისა და კლუბის მეურვე
მოსწავლეების გამოვლენა (ფარული კენჭისყრით
|
2018 წლის თებერვლის
მეორე კვირა
|
5
|
მოსწავლეთა მიერ კინოფილმების დადგენა თუ რომელ ფილმებს უყურებენ სასკოლო
კლუბის ფარგლებში
|
2018 წლის თებერვლის
მეორე კვირა
|
6
|
სკოლოკლუბში მოსწავლეთა შეხვედრის დროის განსაზღვრა ძირითადად
ყოველი ორშაბათი-ასევე საჭიროებისამებრ,აგრეთვე თუ მათ შეხვედრასრაიმე გარემოება
შეუშლის ხელს დადგინდეს კვირის რომელიმე დღე
|
2018 წლის თებერვლის
მესამე კვირა
|
7
|
კლუბის მუშაობისათვის სასკოლო ოთახის მოწყობა-სადაც გაიმართება შეხვედრები
|
2018 წლის თებერვლის
მესამე კვირა
|
8
|
სკოლის ადმინისტრაციასთან შეხვედრა და საჭირო რესურსებისათვის მოთხოვნის
გაკეთება
|
2018 წლის თებერვლის
მეოთხე კვირა
|
9
|
სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სკოლებთან მეგობრული კავშირების დამყარება
და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა
|
საჭიროებისამებრ
|
10
|
სავარაუდო ფილმების ჩამონათვალი. 1.სამოთხის გვრიტები, 2.მხ. ფილმი-wonder, 3.ბაში-აჩუკი, 4.დიდოსტატის მარჯვენა, 5.ხევისბერი
გოჩა, 6.აკაკის აკვანი, 7. ბაგრატიონი, 8.პომპეის დაცემა, 9.გამარჯობათ
ყველას-ფიროსმანი, 10.გიორგი სააკაძე, 11.გლადიატორი, 12.იავნანამ რა ქნა, 13.კაცია
ადამიანი, 14.კუკარაჩა, 15.მამლუქი, 16.მე ბებია ილიკო და ილარიონი, 17.სურამის
ციხე, 18.ჯარისკაცის მამა, 19.სამი მუშკეტერი, 20.ებრაელების გამოსვლა ეგვიპტიდან,
ანიმაციური ფილმები-21.სოფლის მაშენებელი, 22.წუნა და წრუწუნა, 23.ჩხიკვთა
ქორწილი, 24.რაც მტრობას დაუნგრევია
სიყვარულს უშენებია
|
2018-2019 წლის
ყოველი ორშაბათი დღე დასვენებების გამოკლებით
|
11
|
დასკვნითი ღონისძიება
ანუ გადაწყდება კლუბი გააგრძელებს არსებობას თუ შეწყვეტს
|
სასწავლო წლის
ბოლოს
|
დანართი N1
სსიპ
-----------------------------------------
საჯარო სკოლის
-------------------------
კლუბის კურატორს
----------------------------
ამავე
სკოლის ---- კლასის მოსწავლე
--------------------------------------------
მშობლის
----------------------------------------
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
გთხოვთ, ჩემი შვილი, სსიპ
---------------------------- საჯარო სკოლის --- კლასის მოსწავლე
--------------------------------- გააწევრიანოთ ამავე სკოლაში შექმნილ
------------------------- კლუბში.
პატივისცემით,
განმცხადებელი:
თარიღი:
Комментарии
Отправить комментарий