კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის მონაწილეობის რეფლექსია


 სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის რეფლექსია
შეხვედრის მიზანი?
 მაგალითად:
  • ჯგუფის წევრების ჩამოყალიბება-სამუშაოს განსაზღვრა
  • როგორ დავწეროთ გაზომვადი სასწავლო მიზნები სადაც ჩანდეს მოსწავლის ქცევა, პირობა, შედეგი
  • მიზნიდან გამომდინარე აქტივობების განსაზღვრა, თუ რომელი აქტივობა რა შედეგზე გამიყვანს.
  • მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გაცნობა, შეფასების რუბრიკების შექმნა და კრიტერიუმების განსაზღვრა
  • სამუშაოს მორიტორინგი, და უკუკავშირი  რეფლექსია როგორ გავედი შედეგზე

ძირითადი თემები/საკითხები
1. სტანდარტის მიხედვით გაზომვადი სასწავლო მიზნების ტაქსონომიის განსაზღვრა
2.-სტანდარტის მიხედვით გაზომვადი მიზნის შესაბამისი  აქტივობების დაგეგმვა 
3. სტანდარტის მიხედვით განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების  და რუბრიკების შექმნა
4. სტანდარტული გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება , განხილვა
მიღწეულია თუ არა შეხვედრის მიზანი?
შეხვედრის მიზანი მიღწეულია,
 შეხვედრის მონაწილეებმა დაწვრილებით ვიმსჯელეთ :
ა. გაკვეთილის  მიზნის განსაზღვრაზე, როგორ დავწეროთ  სასწავლო მიზნები  რომ იყოს გაზომვადი, ჩანდეს მოსწავლის ქცევა და  პირობა.
ბ. მიზნიდან გამომდინარე აქტივობების განსაზღვრა, რომელი აქტივობა რა შედეგზე გაგვიყვანს.
გ. მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გაცნობა, შეფასების რუბრიკების შექმნა და კრიტერიუმების განსაზღვრა.
 თითოეულ შეხვედრაზე ვმსჯელობდით სუსტ და ძლიერ მხარეებზე, შეხვედრის ორგანიზატორი და ფასილიტატორი იყო მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა მახარაძე, მათემატიკის მასწავლებელმა გაგვიზიარა მილენიუმის პროგრამით მიღებული ცოდნა და გამოცდილება როგორ შეგვექმნა გაზომვადი გაკვეთილის მიზანი, როგორ ჩამოგვეყალიბებინა მიზნიდან გამომდინარე აქტივობები, აქტივობების შესაბამისად სასკოლო შეფასება და მისი კრიტერიუმები, მან რამდენიმე გაკვეთილი ჩაატარა ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუზველზე  5-6 კლასში , გაგვიზიარა თავისი გამოცდილება და გვითხრა რომ ეს მეთოდი კარგად მუშაობს, რადგან მოსწავლეებმა იციან, რა მიზანი გვაქვს, როგორია მათი ქმედება და ქცევა კლასში, რა აქტივობებით შეიძლება ამ მიზანზე გასვლა, რას ველოდებით მათგან რა მოლოდინები გვაქვს და რა კრიტერიუმებით ფასდებიან სასწავლო პროცესში. მაგალითად აქ მიღებული გამოცდილება დამეხმარა ჩემი გაკვეთილის სტანდარტული მიზნის განსაზღვრაში გაკვეთილის თემიდან გამომდინარე , აქტივობებისა და მეთოდების მოფიქრებაში, და რაც მნიშვნელოვანია  მოსწავლეთა ობიექტურ და გამჭვირვალე შეფასებაში, მაგალითად  დადებითად გამომადგა შეფასების რუბრიკებისა და კრიტერიუმების გაცნობა რადგან მოსწავლეს ვაფასებ ორი ძირითადი აქტივობით მაგ.შემოქმედებითობით და ორგანიზებულობით დანარჩენი კრიტერიუმები გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობების მიხედვით ჩავშალე, ვიცით რომ  მასწავლებლებს დიდი დრო გვჭირდება გაკვეთილის გეგმის შედგენაში მიზნის განსაზღვრაში და მით უმეტეს შეფასებაში, ამიტომ დავადგინეთ რომ თუ მასწავლებლები ვითანამშრომლებთ ხშირად ერთმანეთთან, გავიზიარებთ ერთმანეთის გამოცდილებას, მაშინ თუ  გაკვეთილის თემის მიზანს სწორად განვსაზღვრავთ და  გაკვეთილიდან გამომდინარე შეფასების რუბრიკების კრიტერიუმებს სწორად მივუსადაგებთ სასწავლო პროცესი არ იქცევა მოსაწყენ სიტუაციად, მოსწავლეები მუდმივად მზადყოფნაში იქნებიან და გამრავალფეროვნება სკოლის ცხოვრება.
აღწერეთ, როგორ მიმდინარეობდა პროცესი, ანუ რა გზებით მიაღწიეთ შედეგს.
მაგალითად:
შეხვედრის პროცესში ყველა მასწავლებელმა გაიხსენა თავისი ცოდნა და გამოცდილება გაკვეთილის მიზნისა და აქტივობების განსაზღვრაში ასევე სასწავლო პროცესის შეფასებაში, ჩამოვწერეთ ყველა ის აუცილებელი საკითხი რაც უნდა გავითვალისწინოთ ზემოთ ნახსენები აქტივობების განსახორციელებლად, და ყველა ის კრიტერიუმი რაც უნდა გავითვალისწინოთ გაკვეთილის თემიდან მიზნის ტაქსონომიის განსაზღვრა, აქტივობების მიზანთან შესაბამისობის განსაზღვრა , განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ მოსწავლეთა შეფასებას, აქედან განვსაზღვრეთ რა უფრო მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის და სწავლა-სწავლების პროცესის ასამაღლებლად, განვსაზღვრეთ კრიტერიუმები, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი მოსწავლეთა შეფასების დროს, მათი მოტივაციის შექმნისათვის და თვითაქტუალიზაციისათვის, მასწავლებლებმა ვინც იყენებდა ამ მეთოდს გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება  და დეტალურად ავღწერეთ ის სიტუაცია როდის არის მოსწავლეთა შეფასება უფრო უპრიანი ყოველი აქტივობის შემდეგ, თუ გაკვეთილის ბოლოს გაკვეთილის შეჯამებისას. გავმართეთ დისკუსია მაგალითად როგორ ავირიდოთ მოსწავლეთა შეფასების დროს არაობიექტურობა, იძლევა თუ არა იმის საშუალებას რომ ეს მეთოდი სასწავლო პროცესის შესაფასებლად ყველა საგანში გამოვიყენოთ, ხომ არ გამოიწვევს ეს პროცესი რაიმე პრობლემას მოსწავლეთა ან მშობელთა მხრიდან.
დასკვნა
 სამუშაო შეხვედრაში ჩემი მონაწილეობა დადებითად აისახა ჩემს სასწავლო პროცესში, მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით შევადგინე რამდენიმე გაკვეთილი  გეგმა, სადაც განვსაზღვრე სტანდარის მიხედვით გაკვეთილის თემის მიზანი, მიზნიდან გამომდინარე აქტივობები. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ და ავღნიშნავ რომ გავაკეთე ჩემი გაკვეთილის შეფასების რუბრიკა, რომელიც ჩავშალე სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, იყო ეს ჯგუფური სამუშაოს შეფასება, , პრეზენტაციის შეფასება, კლასში აქტიურობა, გაკვეთილის ცოდნა თუ პრაქტიკული სამუსაოს შეფასება.
მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით ჩავატარე რამდენიმე გაკვეთილი რაშიც აშკარა შედეგი მივიღე, ჩემმა სწორად განსაზღვრულმა მიზანმა და აქტივობებმა, გამჭვირვალე და ობიექტურმა შეფასებამ კლასში შექმნა პოზიტიური გარემო, აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია , გაზარდა მოსწავლეთა თვითშეფასება და თვითაქტუალიზაცია, მოსწავლეებს განუვითარდათ მეტაკოგნაციის უნარი, მე კი ავიმაღლე პროფესიული უნარ-ჩვევები.

მომხსენებელი: ნატო შაინიძე

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ნახატის წაკითხვა-ანალიზი