ინტელის მერვე დღის რეფლექსია

2018 წლის 27 ივლისს დღის 10 საათზე შევიკრიბეთ ინტელის ტრენინგის მერვე დღის შეხვედრაზე, რომლის მათავარი მიზანი და ძირითადი საკითხები იყო:

  • როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში?
  • როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?
მეშვიდე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.
  • მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში.
  • განხორციელების გეგმაში მითითებულია გაკვეთილის მომზადების, ჩატარების და მისი დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნები.
  • მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისთვის.
მომდევნო მოდულში დაასრულებთ სასწავლო პროექტის შექმნის პროცესს და წარმოადგენთ თქვენს ნამუშევარს.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ნახატის წაკითხვა-ანალიზი