სასწავლო რესურსები
https://m.youtube.com/watch?t=24s&v=rFMfNIk5H4c https://m.youtube.com/watch?t=24s&v=rFMfNIk5H4c
ელ სასწავლო რესურსი იმპრესიონიზმი https://learningapps.org/display?v=ppmphzakn17





სასწავლო რესურსი ფერთა ბორბალი ამსახველი სურათები და მისი გამოყენების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში
სასწავლო რესურსი ფერთა ბორბალის რეფლექსია
საკონფერენციო თემა: სწავლა სწავლება
მასწავლებელი :ნატო შაინიძე
სასწავლო რესურსი-რეფლექსია
გაკვეთილის სასწავლო მიზნების განხორციელების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოტივაციის შექმნა, რასაც აუილებლად უნდა ვითვალისწინებთ პედაგოგები გაკვეთილის დაგეგმვისას, ამ მხრივ სასურველია, მოსწავლეთა ცხოვრებისეული გამოცდილების მობილიზება და დაკავშირება გაკვეთილის თემასთან. შთაბეჭდილების გაზიარების პროცესში მოსწავლეები ავლენენ ემოციებს, გამოთქვამენ და ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებებს, მსჯელობენ გაკვეთილის თემასთან დაკავშირებულ საილუსტრაციო მასალის ირგვლივ. მასწავლებლებმა წინასწარ უნდა განვსაზღვროს ის გარემოება რომ ვიზუალურმა მასალამ მხოლოდ საილუსტრაციო დანიშნულება არ მიიღოს, არამედ ამან საუბრის წარმართვის საშუალება უნდა მოგვცეს, მოსწავლეებმა ასევე შეძლონ განსხვავებული მოსაზრების წარმოთქმა და საკუთარი მოსაზრების არგუმენტებით გამყარება, ყოველივე ზემოთ თქმული გარემოებები ხელს უწყობს მოსწავლეების ცოდნის გამოვლენა განმტკიცებას და წარმოსახვის , შემოქმედებითობის განვითარებას.
ეროვნული საწავლო გეგმის მიხედვით აუცილებელია მოსწავლემ იცოდეს სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები, მაგალითად ხაზი, ფერი (ფერთა ბორბალზე ძირითადი და შედგენილი ფერების გარჩევა, ცივი და თბილი ფერები, კონტრასტული ფერები და ა. შ), რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენციაა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მისი შესწავლა დაწყებით კლასებში იწყება და მეტნაკლებად საბაზო საფეხურსაც მოიცავს, მოსწავლისათვის შემოქმედებითობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება აუცილებელია, რითაც შეძლებს ნამუშევრის შექმნას ძირითადი პრინციპების ცოდნით.
აღნიშნული საკითხის შესწავლისას (ფერები ფერთა ბორბალზე, ძირითადი და მეორადი ანუ შედგენილი ფერების გარჩევა, ცივი და თბილი ფერები) ხშირად ვაწყდებით პრობლემებს, რადგან მოსწავლეებს უჭირთ ფერების გარჩევა ერთმანეთისაგან, მათი დასახელების დროს ან ფერების გამოსახვის დროს. მაგალითად: რომელია ძირითადი ფერები, რომელია შედგენილი ანუ მეორადი ფერი ან თუნდაც რომელია თბილი ან ცივი ფერები, კონტრასტული ფერები, მონათესავე ფერები და ა. შ.
ვიცით რომ, მოსწავლეები ვიზუალურად ადვილად იმახსოვრებენ და ეს ცოდნა მათ დიდხან გაყვებათ ასევე საგანმანათლებლო რესურსის შექმნა და გამოყენება მნიშვნელოვანია მოტივაციის შექმნისათვის და მოსწავლეთა ჩართულობისათვის საგაკვეთილო პროცესში. ამიტომ შევქმენი სასწავლო რესურსი,,ფერთა ბორბალი“. შექმნის მიზანი: მოსწავლეებმა გაეცნონ ბუნებაში არსებულ ძირითად ფერებს, და მეორად ანუ შედგენილ ფერებს. აღიქვან გარე სამყაროში არსებული ფერები და მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.
რესურსის გამოყენების დადებითი მხარეებია:
· სასწავლო რესურსი ,,ფერთა ბორბალი“ კარგი თვალსაჩინოებაა, ერთი მხრივ იმიტომ რომ თვალნათლივ ჩანს ფერები, როგორც ძირითადი ისე მეორადი ასევე კონტრასტული ფერები, ცივი და თბილი ფერები და მეორეს მხრივ გეომეტრიული ფიგურები და მათი ფერადოვნება დამეხმარა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში და ცოდნის კონსტრუირებაში, ასევე დამახსოვრებაში.
· წარმოდგენილი რესურსი ინტერაქტიულიცაა, მას თამაშის სახითაც ვიყენებ, მოსწავლეები ზეპირად მიცემული ინსტრუქციის შესაბამისად ფერთა ბორბალზე მოთავსებულ ჯიბაკებში მოათავსებენ გეომეტრიულ ფიგურებს, ამავე დროს ასახელებენ ზეპირად კონტრასტულ ფერებს, თბილ და ცივ ფერებს მონათესავე ფერებს და ა. შ.
· სწავლება თამაშით ხორციელდება, სახალისოცაა და ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას.
ეს აქტივობა განკუთვნილია პირველი კლასის მოსწავლეთათვის, ამ რესურსის გამოყენება ხელს მიწყობს მოსწავლეებს ვასწავლო, როგორც ძირითადი ისე მეორადი ანუ შედგენილი ფერები, ასევე ფერთა ბორბალზე განლაგებული ურთიერთსაპირისპირო ფერები, ან როგორ მივიღოთ ახალი ფერი სხვა ფერების შერევით და ა.შ.
აღნიშნული რესურსის მრავალჯერად და მრავალფეროვნად გამოყენების საშუალებას იძლევა. შეუძლიათ გამოიყენონ ინგლისური ენისა და მათემატიკის მასწავლებლებმა დაწყებით კლასში ამავე საგნების სწავლებისას.
რესურსი დამეხმარა პირველ კლასში ეროვნულ სასწავლო გეგმის მიხედვით მისაღწევ შედეგზე გასვლაში.
I კლასი
სახ.დაგამოყენებითი ხელოვნება. ს.გ .I.1 მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმეძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას
შედეგი თვალსაჩინოა თუმოსწავლე:
· იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს, (ტეხილს,წყვეტილი,ტალღოვანი,სწორი და ა. შ) და ფერს ნამუშევარში განწყობილების (სიხარული,მოწყენილობა,შიში)გადმოსაცემად.
· ნამუშევარში იყენებს განსხვავებული სისქის კონტურს.
· ქმნის მარტივ ორნამენტებს-ხაზების,ლაქების,ფორმებისა და ფიგურების საშუალებით.
· სხვადასხვა ხერხით(ფორმით, ფერით )გამოყოფს ნამუშევარში მთავარს.
· ჩამოთვლის ცისარტყელას ფერებს,განარჩევს ცივ და თბილ ფერებს და იყენებს მათ ნამუშევარში.
· გამოსახულებას ანაწილებს სასურათე სიბრტყეზე.
· გამოსახავს სიმეტრიულ და/ან ასიმეტრიულ ფორმებს.
სასწავლო რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
ძირითადი და შედგენილი ფერების შესწავლის ,აღქმისა და გაგებისათვის შევქმენი სასწავლო რესურსი: 1.ფერთა ბორბალი( ვიზუალური თვალსაჩინოება), 2. .ფერთა ბორბალი (სამუშაო ფორმატი),3. ძირითადი და მეორადი ფერების აღმნიშვნელი თვალსაჩინოება და რამდენიმე გეომეტრიული ფიგურა (სამკუთხედი, წრე,ოთკუთხერდი), რომლებიც გაფერადებულია ხვადასხვა ფერებით.
ფერთა ბორბალის (ვიზუალური თვალსაჩინოება) დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, რომლებიც სამკუთხედის ფორმისაა, ფერთა ბორბლის ძირითადი დანიშნულებაა მოსწავლეებმა გაიგონ და აღიქვან, ფერები ,ძირითადი და მეორადი ფერები, კონტრასული ფერები, ცივი და თბილი ფერები, თუ ფერები როგორ არიან განლაგებული ფერთა ბორბალზე, რომელია ერთი ფერის საპირისპირო ფერი და ა.შ.
ცალკე მოსწავლეებისათვის მოვამზადე ფერთა ბიორბალის სამუშაო ფორმატი,თუმცა მასზე ფერები არ არის დატანილი, ისინი მოსწავლეებმა უნდა შეავსონ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით, ამავე ბორბალს გააჩნია პატარა ჯიბაკები,რომელშიც მოსწავლეებმა თავად უნდა მოათავსონ გეომეტრიული ფიგურები,ისე რომ მიიღონ დავალების შესაბამისი სწორი პასუხები.
მაგალითად: 1.როცა მოსწავლეებმა იციან ძირითადი და მეორადი ფერები უკვე გამზადებულ რესურსზე მოსწავლეები ფერადი ფლომასტერების ან გეომეტრიული ფიგურების დახმარებით ჯიბაკებში მოათავსებენ იმ ფერებს, რომლის შერევითაც მიიღება ახალი ფერი, ან ძირითად ფერებს რომელი ფერი უნდა დავუმატოთ, რომ მივიღოთ მეორადი ანუ შედგენილი ფერები. მოსწავლეები ფლომასტერების ან გეომეტრიული ფიგურების დახმარებით ასრულებენ დავალება ათავსებენ ჯიბაკებში.
2. ფერთა ბორბალის ცარიელ ვერსიაზე მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას, ფლომასტერები ან გეომეტრიული ფიგურები (წრე,ოთკუთხედი,სამკუთხედი) მოათავსონ ისე რომ ერთ მხარეს იყოს ცივი ფერები,ხოლო მეორე მხარეს თბილი ფერები.
3. უკვე გამზადებულ ფერთა ბორბალზე განათავსონ ფიგურები ისე რომ მიიღონ კონტრასტული ფერები. მაგალითად თუ ყვითელ სამკუთხედს დასვამენ მარცხენა მხარეს, მარჯვენა მხარეს უნდა მოათავსონ იასამნისფერი ფიგურა, ან მწვანე ფერის საპირისპიროდ მოათავსონ წითელი ფერი და ა. შ.
4.ფერთა ბორბალზე მოთავსებული ფერების მიხედვით მოსწავლეები გეომეტრიული ფიგურების დახმარებით ასახელებენ ძირითად და მეორად ფერებს, კონტრასტულ ფერებს, ცივ და თბილ ფერებს და შესაბამისი დავალების მიცემის მიხედვით მოსწავლეები გეომეტრიულ ფიგურებს წევენ მაღლა და აჩვენებენ მთელ კლასს ასახელებენ ხმამაღლა.
დასკვნა:
ჩემი აქტივობის მთავარი მიზანი იყო სიღრმისეულად გაეგოთ ბუნებაში არსებული ფერების შესახებ ინფორმაცია, გამოევლინათ ძირითადი და მეორადი ფერები,ფერების შერევით მიეღოთ ახალი ფერები, გაერჩიათ კონტრასტული და მონათესავე ფერები ერთმანეთისაგან.ვფიქრობ მიზანი მიღწეულია
აქტივობა სასწავლო რესურსის გამოყენებით ვფიქრობ ეფექტურია რათა მიღებული ცოდნა პრაქტიკული აქტივობებით დიდხანს დაამახსოვრდებათ, ვიცით რომ მოსწავლე ყველაზე მეტად მაშინ სწავლობს, როცა იგი აქტიურია და ქმედითია, და არა მაშინ , როდესაც მხოლოდ მასწავლებელია აქტიური და ქმედითი.ასეთი აქტივობებით შესაძლებელი იქნება ყველა მოსწავლე ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში და გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები.
ვფიქრობ აქტივობები და სასწავლო რესურსი ინოვაციური და სახალისოა. ეს მეთოდი დაეხმარება სხვა პედაგოგებსაც, რათა უკეთ დაგეგმონ და სახალისო გახადონ თავიანთი გაკვეთილები, ეს მეთოდი საშუალებას იძლევა გამოავლინოს სწავლისა და სწავლების მრავალფეროვნება და შემოქმედებითობა.
პატივისცემით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი:ნატო შაინიძე
https://m.youtube.com/watch?v=I3_hCE92N4s
ელ სასწავლო რესურსი იმპრესიონიზმი https://learningapps.org/display?v=ppmphzakn17
სასწავლო რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
რესურსი: ფერთა ბორბალი
ფერების შესწავლის ,აღქმისა და გაგებისათვის შევქმენი რესურსი: 1.ფერთა ბორბალი, 2. ძირითადი და მეორადი ფერების აღმნიშვნელი თვალსაჩინოება და რამდენიმე გეომეტრიული ფიგურა(სამკუთხედი, წრე,ოთკუთხერდი), რომლებიც გაფერადებულია ხვადასხვა ფერებით.
ფერთა ბორბალი დაყოფილია რამდენიმე ნაწილად,რომლებიც სამკუთხედის ფორმისაა,ფერთა ბორბლის ძირითადი დანიშნულებაა მოსწავლეებმა გაიგონ და აღიქვან, ფერები,ძირითადი და მეორადი ფერები,კონტრასული ფერები,ცივი და თბილი ფერები,თუ ფერები როგორ არიან განლაგებული ფერთა ბორბალზე, რომელია ერთი ფერის საპირისპირო ფერი და ა,შ.
ცალკე მოსწავლეებისათვის მოვამზადე ფერთა ბიორბალი,თუმცა მასზე ფერები არ არის დატანილი,ისინი მოსწავლეებმა უნდა შეავსონ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით,ამავე ბორბალს გააჩნია პატარა ჯიბაკები,რომელშიც მოსწავლეებმა თავად უნდა მოათავსონ გეომეტრიული ფიგურები,ისერომ მიიღონ დავალებისშესაბამისისწორიპასუხები.
მაგალითად: 1.როცა მოსწავლეებმა იციან ძირითადი და მეორადი ფერები უკვე გამზადებულ რესურსზე მოსწავლეებმა ფერადი ფლომასტერების ან გეომეტრიული ფიგურების დახმარებით ჯიბაკებში მოათავსებენ იმ ფერები, რომლის შერევითაც მიიღება ახალი ფერი,ან ძირითად ფერებს , რომელი ფერი უნდა დავუმატოთ, რომ მივიღოთ მეორადი ანუ შედგენილი ფერები, ამას მოსწავლეები ფლომასტერების ან გეომეტრიული ფიგურების დახმარებით ათავსებენ ჯიბაკებში.
2. ფერთა ბორბალის ცარიელ ვერსიაზე მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას,განალაგონ ფლომასტერები ან გეომეტრიული ფიგურები(წრე,ოთკუთხედი,სამკუთხედი) მოათავსონ ისე რომ ერთ მხარეს იყოს ცივი ფერები,ხოლო მეორე მხარეს თბილი ფერები.
3. უკვე გამზადებულ ფერთა ბორბალზე განათავსონ გეომეტრიული ფიგურები ისე რომ ერთი ფერის საპირისპიროდ მეორე ფერი განათავსონ და მიიღონ კონტრასტული ფერები. მაგალითოდ თუ ყვითელ სამკუთხედს დასვამენ მარცხენა მხარეს,მარჯვენა მხარეს მოათავსებენ იასამნისფერს, ან მწვანე ფერის
საპირისპიროდ მოათავსონ წითელი ფერი და ა. შ.

4.ფერთა ბორბალზე მოთავსებული ფერების მიხედვით მოსწავლეები გეომეტრიული ფიგურების დახმარებით ასახელებენ ძირითად და მეორად ფერებს,კონტრასტულ ფერებს,ჩივ და თბილ ფერებს და მოსწავლეები შესაბამის გეომეტრიულ ფიგურებს წევენ მაღლადა აჩვენებენ მთელ კლასს.










სასწავლო რესურსი-რეფლექსია
ეროვნული საწავლოგეგმის მიხედვით აუცილებელია მოსწავლემიცოდეს სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები,მაგალითად ხაზი,ფერი(ფერთა ბორბალზე ძირითადი და შედგენილი ფერების გარჩევა და ა. შ), რომლელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენციაა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში,მისი შსწავლით დაწყებით კლასებში იწყება და მეტნაკლებად საბაზო საფეხურსაც მოიცავს, მოსწავლისათვის შემოქმედებითობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება აუცილებელია, რითაც შეძლებს ნამუშევრისშქმნას ძირითადიპრინციპებისცოდნით.
აღნიშნული საკითხის შესწავლისას(ფერები ფერთა ბორბალზე,ძირითადი და მეორადი ანუ შედგენილი ფერებს გარჩევა,ცივი და თბილი ფერები ხშირად ვაწყდებით პრობლემებს,რადგანმოსწავლეებს უჭირთ ფერების გარჩევა ერთმანეთისაგან,მათი დასახელების დროსან ფერების გამოსახვის დროს. მაგალითად:რომელია ძირითადი ფერები, რომელია შედგენილიანუ მეორადი ფერები ან რომელია თბილი ან ცივი ფერები და ა. შ.
ვიცით, რომ, მოსწავლეები ვიზუალურად ადვილად იმახსოვრებენ და ეს ცოდნამათ დიდხან გაყვებთ,ამიტომ შევქმენი წარმოდგენილი რესურსი, აღნიშნული ფერთა ბორბალი ვფიქრობ კარგი თვალსაჩინოებაა,ერთიმ,მხრივ იმიტომ რომ თვალნათლივ ჩანს ფერები, როგორც ძირითადი ისე მეორადი ასევე კონტრასტული ფერები, ცივი და თბილი ფერები და მეორეს მხრივ გეომეტრიული ფიგურები და მათი ფერადოვნება დამეხმარება მათი მოტივაციის ამაღლებაში,რითაც დაეხმარება დამახსოვრებაში.
წარმოდგენილი რესურსიინტერაქტიულიცაა,მას თამაშის სახითაც ვიყენებ,მოსწავლეები ზეპირად მიცემული ინსტრუქციის შესაბამისად ფერთა ბორბალზე მოთავსებულ ჯიბაკებში მოათავსებენ გეომეტრიულ ფიგურებს,ამავე დროს ასახელებენ ზეპირად კონტრასტულ ფერებს,თბილ და ცივ ფერებს და ა. შ.სწავლება თამაშით ხორციელდება, სახალისოვაა და ზრდისმოსწავლეთა ჩართულობას.
ეს აქტივობა განკუთვნილია პირველიკლასის მოსწავლეთათვის,ამრესურსის გამოყენება ხელსმიწყობს მოსწავლეებს ვასწავლო,როგორც ძირითადიისემეორადიანუ სედგენილიფერები,ასევე ფერთა ბორბალზე განლაგებულიურთიერთსაპირისპირო ფერები,ან როგორ მივიღოთ ახალი ფერისხვაფერების სერევით და ა.შ.
რესურსი მეხმარება პირველ კლასშიეროვნულ სასწავლო გეგმის მიხედვით მისაღწევ შედეგზე გასვლაში.
I კლასი
სახ.დაგამოყენებითი ხელოვნება. ს.გ .I.1 მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმეძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას
შედეგი თვალსაჩინოა თუმოსწავლე:
· იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს,(ტეხილს,წყვეტილი,ტალღოვანი,სწორი და ა. შ) და ფერს ნამუშევარში განწყობილების (სიხარული,მოწყენილობა,შიში)გადმოსაცემად.
· ნამუშევარში იყენებს განსხვავებული სისქის კონტურს.
· ქმნის მარტივ ორნამენტებს-ხაზების,ლაქების,ფორმებისა და ფიგურების საშუალებით.
· სხვადასხვა ხერხით(ფორმით, ფერით )გამოყოფს ნამუშევარში მთავარს.
· ჩამოთვლის ცისარტყელას ფერებს,განარჩევს ცივ და თბილ ფერებს და იყენებს მათ ნამუშევარში.
· გამოსახულებას ანაწილებს სასურათე სიბრტყეზე.
· გამოსახავს სიმეტრიულ და/ან ასიმეტრიულ ფორმებს.
მასწავლებელი: ნატო შაინიძე
Комментарии
Отправить комментарий