საკონფერენციო თემა






ინოვაციური მეთოდების გამოყენება სასწავლო პროცესში
მომხსენებელი :ნატო შაინიძე
მოგესალმებით
ალბათ გიფიქრიათ რა მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო თამაშებს სასწავლო პროცესში? რა შინაარსი და დიდაქტიკური მასალა შეიძლება შექმნა სასწავლო პროცესში, რომელი სერვისი გამოგვადგება შემოქმედებითი სავარჯიშოების შექმნაში? დიდი ფიქრი არ დამჭირდა მრავალეროვანი პლატფორმებიდან ამჯერად ამერჩია learningapps.org -პროგრამა, რომელიც თავისუფლად შემიძლია მოვარგო ჩემი საგნის სწავლებას, თუმცა შემიძლია გითხრათ რომ ამ სერვისით სარგებლობა  მნიშვნელოვანია გავამრავალფეროვნოთ ჩვენი სასწავლო პროცესი, ავუმაღლოთ მოტივაცია მოსწავლეებს, და გავუხალისოთ ისედაც დატვირთული, ვისთვის საინტერესო და ვისთვის უინტერესო სასწავლო პროცესი. გეტყვით რომ სერვისით სარგებლობა შეუძლია როგორც მასწავლებლებს ისე მოსწავლეებს და აგრეთვე ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს ვისაც სურვილი ექნება აიმაღლოს ინტელექტი. მასწავლებელს შეუძლია მისი გამოყენებით სრულად შეამოწმოს მოსწავლის ცოდნა, როგორც მიმდინარე ისე განვლილ მასალაში, თუმცა პროგრამას სწორად გაკეთებული დავალების შემდეგ მისი შექება შეუძლია და არა მისი შეფასება. ამისათვის მასწავლებელმა უნდა იზრუნოს. ამ პროგრამაში რეგისტრაციისა და მუშაობის შემდეგ მოსწავლეს შეუძლია გაიღრმავოს ცოდნა ნებისმიერ საგანში, აიმაღლოს ინტელექტი, გაიხალისოს და გაიმრავალფეროვნოს სასწავლო პროცესი. ამ პროგრამაში შესვლა და მუშაობა რომ შევძლოთ საჭიროა გავიაროთ რეგისტრაცია და შევქმნათ ჩვენი ანგარიში-ჩვენი დანართები, სისტემაში შესვლის შემდეგ შეგვიძლია სამუშაოდ  ქართული ენა და მენიუ, შემდეგ კი სურვილისამებრ შევქმნათ სხვადასხვა სახის სასწავლო რესურსები იქნება ეს ტესტები, ვიქტორინა-კითხვები, შეამოწმე შენი თავი, დააწყვილე-დააჯგუფე-შეუსაბამე, ამოიცანი, და ა. შ. აქ ვიპოვით ნებისმიერი საგნისათვის შედგენილ სასწავლო ელექტრონულ რესურსებს სხვადასხვა მასწავლებლების მიერ , რომელიც შეგვიშლია თავადაც გამოვიყენოთ, ან სისტემაში შევქმნათ ჩვენი ელექტრონული სასწავლო რესურსი, სისტემა  learningapps.org-ნებისმიერი ადგილიდან სახლიდან გაუსვლელად, გზაში, მატარებელში თუ მთაში შეგვიძლია გამოვიყენოთ და ვიმუშაოთ სისტემაში ხარვეზის გარეშე მუშაობს. ეს მცირე რამ თუ როგორ ვიმუშაოთ ას სისტემაში და შევქმნათ ელ. სასწავლო რესურსი, ახლა კი შემოგთავაზებთ მე როგორ გამოვიყენე სასწავლო პროცესში ამ სისტემაში შექმნილი ელ სასწავლო რესურსი, როგორც უკვე გითხარით მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ  ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ დროს და საგანში. მაგალითად თემის შეჯამებისთვის, შემაჯამებელი გაკვეთილისთვის, , გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გასამტკიცებლად, , მიმდინარე გაკვეთილის ან განვლილი მასალის ცოდნის დონის დადგენა, კროსვორდის, შეამოწმე შენი ცოდნა, ვიქტორინა, შესაბამისობის დადგენა, , ამ აქტივობების გამოყენებით შეგვიძლია მოკლე დროში შევამოწმოთ  მეტი მასალა , არ დავღალოთ მოსწავლეები წერით ან მოსმენით. ამ აქტივობების გამოყენება მოსწავლეებს უყალიბებს კონკურენციის უნარ-ჩვევებს, აჩვევს სისხარტეს და სისწრაფეს, ავარჯიშებს გონებას, მოკლე დროში იმახსოვრებს ბევრ მასალას, რადგან ვიზუალიზაცია ეხმარება დამახსოვრებაში, არ იღლება და არ ჭირდება მეტი ძალისხმევა გარდა გონების დაძაბვისა, გამოყენებული პროგრამა საშუალებას გვაძლევს ინტეგრაცია გავუკეთოთ საგნებს, და შევადგინოთ სახალისო და ინტელექტუალური კითხვები ან შევადგინოთ კროსვორდი. ამ პროგრამის კიდევ ერთი დადებითი თვისება ისა რომ სანამ ზუსტ და სწორ პასუხს არ მიაგნებ არ გაძლევს საშუალებას გააგრძელო თამაში, და გადახვიდე შემდეგ საფეხურზე, ეს კი მოსწავლეებს იძულებულს ხდის დაიმახსოვროს თუ თამაშის გაგრძელება მოუნდება ტესტის შესავსებად თუ ცოდნის დასადგენად. სისტემას გააჩნია უარყოფითი მხარე, ის რომ არ შეგვიძლია მისი სამუშაო დაფაზე გადმოტანა და ისე მუშაობა, ან ამობეჭდო და იმუშაო ქაღალდზე. აღნიშნულ სისტემაში სამუშაოდ გვჭირდება ქსელში ჩართული კომპიუტერი და პროექტორი რათა რესურსი ყველა მოსწავლისათვის იყოს ხელმისაწვდომი და თვალსაჩინო, ქვევით წარმოგიდგენთ სისტემაში მუშაობის ინსტრუქციას თუმცა მანამდე მოგითხრობთ ერთერთი თემის დასრულებისთვის როგორ შევქმენი სასწავლო რესურსი და რა იყო მისი მიზანი. მაგალითად როცა მოსწავლეებს ვასწავლე თემა მსოფლიო საოცრებები, საჭიროდ ჩავთვალე მეჩვენებინა მოსწავლეებისათვის თუ როგორ გამოიყურებოდა ეს გრანდიოზული არქიტექტურული თუ მონუმენტური ძეგლები თავის დროზე, მეთქვა მიზეზი თუ რატომ შევიდნენ ეს ნაგებობები საოცრებათა სიაში, ვინ ააშენა ეს მონუმენტური ნაგებობები, არის თუ არა რომელიმე საოცრება დღემდე შემორჩენილი, რომელი საოცრებაა უძველესი, რამ გამოიწვია ამ ნაგებობების დაზიანება და განადგურება, რომელი ნაგებობა რა მიზეზით განადგურდა, სად მდებარეობდა აღნიშნული ნაგებობები მაშინ და რომელ თანამედროვე ტერიტორიას ეკუთვნის დღეს. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ხვდებით ალბათ რომ მოსწავლემ ეს ყველაფერი რომ იცოდეს გეოგრაფიისა და ისტორიის ცოდნაც ჭირდება, ამიტომ შეგვიძლია მას ინტეგრირებული სასწავლო რესურსი ვუწოდოთ და გამოვიყენო სამივე საგანში, ამ რესურსის გამოყენება რა თქმა უნდა ამ საგნის მასწავლებლებსაც შეუძლიათ, თუმცა შეუძლიათ ახალი რესურსიც შექმნან მსგავსი ან განსხვავებული.  შეინახოს თავის დანართებში და გამოიყენოს საჭიროებისამებრ.
როგორც უკვე გითხარით სასწავლო რესურსი  შედგენილია learningapps.org/myapps.php ინტერნეტ პროგრამაში. ამ პროგრამაში შეგვიძლია დავრეგისტრირდეთ შევქმნათ ჩვენი გვერდი, შევძლოთ სხვისი  ნამუშევრების შექმნა დათვალიერება და გამოყენება. აქ შეგვიძლია შევქმნათ შემეცნებითი, ინტელექტუალური, გასართობი თუ ცოდნის დონის შესამოწმებელი სხვადასხვა სახის დავალებელი ჩვენი მოსწავლეებისათვის. ამ პროგრამის გამოყენებისათვის აუცილებელია გავიაროთ რეგისტრაცია,
ინსტრუქცია:
1აქტივობა.მასწავლებელმა ნებისმიერი საძიებო ველიდან შეიძლება იმუშაოს ამ პროგრამაში. საძიებო ველში ვწერთ პროგრამის სწორ მისამართს learningapps.org, რომლის შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა , საიდანაც შევძლებთ დარეგისტრირებას
2.აქტივიობა: რეგისტრაციისათვის უნდა შევავსოთ ყველა აუცილებელი ველი, რომელსაც პროგრამა მოგვთხოვს. სახელი გვარი. მეილის მისამართი და ა. შ.
3.აქტივიობა: სანამ რეგისტრაციას დავიწყებთ მარჯვენა ზედა მხარეს გამოჩნდება ენის არჩევის ღილაკი, რომელსაც ქვეყნის დროშებით გამოიხატება. მენიუდან ავირჩევთ 4
https://learningapps.org/languages/icons/GE.png  ქართული. ჩვენი პროგრამა საშუალებას მოგვცემს ვიმუშაოთ ქართულ მენიუში, რომელიც უფრო გასაგებია ჩვენთვის
4. აქტივობა: რეგისტრაციის დასრულების შემდეგ  გამოჩნდება ასეთი ფანჯარა, რომლითაც ვგებულობთ რომ ჩვენი ანგარიში მზად არის  
Top of Form
Bottom of Form
https://www.gravatar.com/avatar/1c837f930014f1d4196fa3210a6c8aec?d=https%3A%2F%2Flearningapps.org%2Fstyle%2Fprofileimage.png&s=128
ნატო შაინიძე https://learningapps.org/style/message.png
შესასვლელი სახელი:
ნატა
სახელი:
ნატო
გვარი:
შაინიძე
საგანმანათლებლო დაწესებულება:
სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლა
ვებ გვერდი:
ელ-ფოსტის მისამართი:
შეტყობინება:
ახალი პირადი შეტყობინებების თაობაზე მაცნობეთ ელ-ფოსტით.
Communication:
You can receive messages from other users.
5. აქტივობა . რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ დანართების დათვალიერება, მოვძებნით ჩვენს საგანში რა სახის რესურსებია შექმნილი,
https://learningapps.org/style/arrow_down.png
ქართული https://learningapps.org/languages/icons/GE.png
Top of Form
Bottom of Form
კატეგორიის არჩევა
პირველი 4 კლასი ინგლისურ საშუალო სკოლაშიპროფესიული და უწყვეტი განათლება
განათლების საფეხურები:  
ვიწყებთ მათ დათვალიერებასან, ვეცნობით როგორ შევძლოთ მისი გამოყენება, ვკმაყოფილდებით სხვისი შექმნილი სასწავლო რესურსით,ვინახავთ ჩვენს დანართებში . ან ვქმნით ჩვენსას
6. აქტივობა-როგორ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი სასწავლო რესურსი, მენიუდან ვირჩევთ აქტივობას მომხმარებლის ანგარიშის პარამეტრები: ნატო შაინიძე https://www.gravatar.com/avatar/1c837f930014f1d4196fa3210a6c8aec?d=https%3A%2F%2Flearningapps.org%2Fstyle%2Favatar.png&s=24
Top of Form
Bottom of Form

         

                                 
         
       

                   
დასკვნა
მასწავლებელმა რომ გაამრავალფეროვნოს სასწავლო პროცესი და ის რუტინული არ იყოს მუდამ უნდა ზრუნავდეს საკუთარ პროფესიულ ზრდაზე, ეცნობოდეს სიახლეებს და სწავლობდეს ინოვაციურ მეთოდებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმის მიხედვით სავალდებულოა მოსწავლემ დააკავშიროს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშები ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტში, ამოიცნოს სხვადასხვა კულტურათა ხელოვნების ცნობილი ნიმუშები, აგრეთვე დაასახელოს ცნობილი არქიტექტურული ძეგლების შექმნის მიზეზი და იმსჯელოს ხელოვნების ნიმუშების ვიზუალურ მხარეზე.
 ძველი მსოფლიოს არქიტექტურის მრავალი ნიმუში თანამედროვე ადამიანსაც კი აოცებს, რომელიც უკვე დიდი ხანია მიეჩვია ტექნოლოგიურ და საინჟინრო საოცრებებს, ეს დიდებული და გრანდიოზული ნაგებობები წარსული ეპოქების  ისტორიის, დიდი ხნის წინ არსებული სახელმწიფოების ძლევამოსილების შესახებ მოგვითხრობს. ამის მაგალითებია მსოფლიოს შვიდი საოცრება, სხვადსახვა ღვთაების ტაძრები ძველ საბერძნეთში, მუსლიმთა სალოცავი-კლდის მეჩეთი იერუსალიმში, მართლმადიდებელთა ტაძრები ბიზანტიასა დასაქართველოში, კათოლიკური კათედრალი ამიენში და მრავალი სხვა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მოსწავლეებს აღნიშნული საკითხი ღრმად და ფუნდამეტალურად რომ დაამახსოვრდეთ ვფიქრობ ამაში ჩემი შედგენილი რესურსი ,,შვიდი საოცრები“ს შესახებ დამეხმარება, რადგან წარმოდგენილი ელექტრონული სასწავლო რესურსი ინტერაქტიულიცაა და მრავალმხრივ შესაძლებლობებს იძლევა დაიმახსოვრონ და აითვისონ მასალა ვიზუალურად, რადგან მოგეხსენებათ რომ ხშირად ჩვენს მოსწავლეებს კითხვა ეზარებათ და დასწავლას გაგონილის, ვინმეს მონათხრობით და ზეპირად სწავლობენ,.
ელექტრონული ტესტი ამ მხრივ კარგად დამეხმარა, რადგან სასწავლო პროცესში ამ ვიქტორინის გამოყენებამ დადებითი შედეგი მომცა, რადგან მოსწავლეებმა მრავალჯერ გამეორებით უკეთ დაიმახსოვრეს შესაბამისი ინფორმაცია, ვიზუალურად დაინახეს თუ როგორ გამოიყურებოდა ეს საოცარი შენობები, დაამახსოვრდა მათი აშენების და განადგურების წლები, თუ რამ გამოიწვია მათი განადგურება, მიწისძვრამ თუ ხანძარმა, არსებობდა თუ არა რომელიმე ცოცხალი სახით შემორჩენილი  .
ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი ვფიქრობ შედეგიანია რადგან ამ რესურსის გამოყენებამ სასწავლო რესურში აამაღლა მოტივაცია და ჩაისახა მათში კონკურენციის უნარ-ჩვევები, ვინ რამდენ სწორ შეკითხვას უპასუხებდა სწორად, ვიზუალურად წარმოდგენილმა თვალსაჩინოებამ და საოცრებების სურათებმა მათ ზეპირი მახსოვრობის უნარ ჩვევა ჩამოუყალიბა, აგრეთვე როცა მოსწავლეებს ვაძლევ ინსტრუქციას მოიძიონ ინტერნეტში ჩემს მიერ განთავსებული სასწავლო რესურსი და იმუშაონ სახლში დამოუკიდებლად ამ აქტივობამ ჩამოუყალიბა მათ კვლევა-ძიებისა და ინფორმაციის მოპოვების უნარ ჩვევები
რესურსი განკუთვნილია 5-6-7 კლასებისათვის
გამოყენების დადებითი მხარე:
ასახელებენ რომ დღემდე შემორჩენილია მხოლოდ პირამიდები ცოცხალი სახით,რომ ისინი ეგვიპტეში მდებარეობს. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში იყო დადგმული და როდოსის კოლოსი კუნძულიც როდოსზე მდებარეობდა, ბაბილონის დაკიდული ბაღები-დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე იყო, ალექსანდრიის შუქურა-ეგვიპტეში, ჰალიკარნასის მავზოლეუმი და არტემიდეს ანუ ეფესოს  ტაძარი ეფესოში-დღევანდელ თურქეთში.ისინიასახელებენ ძველი სამყაროს მათთვის ცნობილ ძეგლებს, იციან მათი მნიშვნელობა მეცნიერებისათვის ძველი სამყაროს არქიტექტურული ძეგლების შესწავლას და რა ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი მათი შესწავლით.
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები: V კლასი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.V.10 . მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშები ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან.
კონტექსტთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
           საუბრობს ცნობილი არქიტექტურული ძეგლების ფუნქციურ დანიშნულებაზე (თავდაცვითი, საკულტო, საყოფაცხოვრებო არქიტექტურა და სხვ.);
           გამოთქვამს მოსაზრებას, რომელი სოციალური ფენისთვის იყო განკუთვნილი გამოყენებითი ხელოვნების ესა თუ ის ნიმუში;
           მსჯელობს ხელოვნების სხვადასხვა დარგის ცალკეული ნიმუშის    დანიშნულებაზე (სახვითი, დეკორატიული, გამოყენებითი, რელიგიური, ესთეტიკური, საინფორმაციო).
ს.გ.V.11.  მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
           ამოიცნობს ისტორიულ ან ლიტერატურულ პერსონაჟებსა და ისტორიულ მოვლენებს ხელოვნების ნიმუშებში;
           აგროვებს ინფორმაციას რომელიმე ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებულ ხელოვნების ნიმუშებზე;
           მოიძიებს და ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა კულტურაში ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ნამუშევრებს.
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები: VI კლასი

ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.VI.10.  მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშები ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
           ამოიცნობს სხვადასხვა კულტურათა ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს;
           ასახელებს ცნობილი არქიტექტურული ძეგლების შექმნის მიზეზებს (პირამიდები, ჩინეთის კედელი, ცათამბჯენების და სხვ.);
           მსჯელობს, როგორ აისახება სოციალური, ისტორიული და რელიგიური კონტექსტი ხელოვნების ნიმუშის ვიზუალურ მხარეზე.
ს.გ.VI.11.  მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
           ვიზუალური დეტალების მიხედვით (ნივთები, ტანსაცმელი, შენობები, ტრანსპორტი) ამოიცნობს, რომელი ეპოქა და კულტურაა ასახული ნაწარმოებში;
           იკვლევს რომელიმე ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებულ ხელოვნების ნიმუშებს;
           მსჯელობს ხელოვნების ნიმუშებში ასახულ ისტორიულ თუ ლიტერატურულ პერსონაჟებზე და საუბრობს მათ ხასიათზე.
         ამოიცნობს ისტორიულ ან ლიტერატურულ პერსონაჟებსა და ისტორიულ მოვლენებს ხელოვნების ნიმუშებში;
           აგროვებს ინფორმაციას რომელიმე ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებულ ხელოვნების ნიმუშებზე;
           მოიძიებს და ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა კულტურაში ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ნამუშევრებს.
VII კლასი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით
ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.VII.11.  მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
         ამოიცნობს სხვადასხვა ეპოქის და კულტურის ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს;
           არჩევს ერთმანეთისგან რეალისტურ და პირობით გამოსახულებებს;
           ამოიცნობს ამა თუ იმ კულტურის ხელოვნების ნიმუშების ზოგიერთ დამახასიათებელ ნიშანს;
           ასახელებს სხვადასხვა კულტურის ერთი დანიშნულების არქიტექ¬ტუ¬რის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.
ს.გ.VII.12.      მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
           მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა კონტექსტმა ნამუშევრის შინაარსზე;
           ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშს, როგორც ამა თუ იმ კულტურის კუთვნილებას ვიზუალური ელემენტების მიხედვით;
           ამოიცნობს ისტორიულ მოვლენას, რომელიც შემოქმედის შთაგონების წყაროდ იქცა.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ნახატის წაკითხვა-ანალიზი