თემატური გეგმები


IX კლასი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება
კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ხელოვნების აღქმა კონტექსტში

..IX.1.  მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს ხელოვნების ელემენტები, პრინციპები, სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.

..IX.2.   მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს როგორც მრავალფეროვანი  გრძნობებისა  და  იდეების წყაროს და შეუძლია შემოქმედებითად ასახოს ნამუშევარში.
..IX.3.   მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.


..IX.4.   მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
..IX.5.  მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები.
..IX.6. მოსწავლე იკვლევს და განმარტავს კონტექსტის გავლენას კონკრეტულ ნაწარმოებსა და ხელოვანის შემოქმედებაზე.
..IX.7. მოსწავლე იკვლევს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს და შეუძლია იმსჯელოს მათ შესახებ.
..IX.8.  მოსწავლე იკვლევს  ხელოვნების როლს საზოგადოების ცხოვრებაში.

თემატური გეგმა – IX კლასი
IX კლასის ხელოვნების სახელმძღვანელოში მოცემული თემების რაოდენობა მთლიან წელზე არის 69; პროექტი 4  . I სემესტრში --------- სასწავლო კვირაა და ტარდება ხელოვნებაში –---------გაკვეთილი, კვირაში 1 საათი, ხოლო მე–2 სემესტრში --------- სასწავლო კვირაა, კვირაში 2 საათიგაკვეთილი –--------;

თარიღი
საათების რაოდენობა

თემის სახელწოდება

მიზნები და შედეგები
შენიშვნა


1
რას ეხება ეს წიგნი
სასწავლო მიზანი: მოსწავლე გაეცნოს კულტურის ცნებას, ქართული ხელოვნების განვითარების ძირითად ეტაპებს და ქართული კულტურის მახასიათებლებს.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5; ..IX.6; ..IX.7;

7
რა ვიცით ქართული ხელოვნების შესახებ
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ ხელოვნების ნიმუშის შესახებ მასალის მოზიების, შეგროვების, დახარისხების და დაფიქსირების უნარი. გამოვუმუსავოთ კონკრეტულ ძეგლზე პრაქტიკული უნარჩვევა.
შედეგის კოდი: ..IX.5;..IX.6;..IX.7;


2
როგორ შეისწავლიან სიძველეებს
სასწავლო მიზანი: მოსწავლე გაეცნოს მატერიალური კულტურის ძეგლთა კვლევის ხერხებსა და მეთოდებს, ფლობდეს ინფორმაციას უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ, შეიძინოს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ნივთების დაფიქსირების უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.5;..IX.6;


8
მე რომ არქეოლოგი ვიყო
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ არქეოლოგიის ძირითადი პრინციპები და არქეოლოგიური ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში მოქცევის წესები. გავუღვივოთ ინტერესი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.
შედეგის კოდი: ..IX.3 ;..IX.5;


3
უძველისი საცხოვრებელი საქართველოში
სასწავლო მიზანი: მოსწავლე გაეცნოს და შეადაროს ერთმანეთს საქართველოს ტერიოტორიაზე არსებული უძველესი საცხოვრებლის ნიმუშები, იმსჯელოს მათი მსგავსებაგანსხვავების შესახებ. შეძლოს მარტივი შენობის გეგმის წაკითხვა.
შედეგის კოდი: ..IX.7;


9
რეკონსტრუქცია
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშაოთ აღწერილობის მიხედვით თავისუფალი რეკონსტუქციის პრაქტიკულად შექმნის, სხვადასხვა სახის ბუნებრივი და ხელოვნური რესურსის გამოყენებით სივრცითი კონსტრუქციის აგების უნარჩვევა.
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.3; ..IX.4;


4
წრიული ფორმის საცხოვრებელი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს ავაცნოთ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა ხალხის კულტურაში არსებული მრგვალი სახლები, მათი დამახასიათებელი ნიშნები. განვუვითაროთ აღწერაანალიზის, მსჯელობის უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.5;..IX.6;..IX.7;



5
უძველესი ქალაქები
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ დააკავშიროს ერთმანეთთან სხვადასხვა საგნიდან (ისტორია, გეოგრაფია) მიღებული ცოდნა, განასხვავოს სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების ნიმუშები ერთმანეთისაგან.
შედეგის კოდი: ..IX.4;..IX.5; ..IX.6;



6
დიდი ყორღანების ეპოქა
სასწავლო მიზანი: მოსწავლე გაეცნოს წინაქრისტიანული ხანის საქართველოს ერთერთ ბრწყინვალე კულტურას, შეძლოს მისი დამახასიათებელი ნიშნების გააზრება, სხვა თანადროულ კულტურებთან საერთო და განმასხვავებელი ნიშნების ამოცნობა.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5; ..IX.6; ..IX.7;


10
ორნამენტი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ ეპოქის სტილის შეგრძნება და ამის საფუძველზე საკუთარ ნამუშევარში მისი შემოქმედებითად ინტერპრეტირების უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.2; ..IX.3;


11
შემაჯამებელი
გაკვეთილი

სასწავლო მიზანი: მოსწავლის მიერ  თეორიული ცოდნის ათვისებისა და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუმუშავების ხარისხის შემოწმება. სხვადსხვა ქვეყნის კულტურის ძირითადი თავისებურებების ცოდნა.



12
ძველი საბერძნეთის ხელოვნება

სასწავლო მიზანი: მოსწავლემ გაიხსენოს და ამოიცნოს ანტიკური საბერძნეთის ხელოვნების ძირითადი დარგების დამახასიათებელი ნიშნები, მათი სპეციფიკა, განასხვავოს სხვადსხვა პერიოდის ბერძნული ქანდაკებისა და ლარნაკების მოხატულობათა ნიმუშები.
შედეგის კოდი: ..IX.5; ..IX.6;


18
ვაცოცხლებთ ნივთს
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ დაზიანებული ნივთის აღდგენის უნარჩვევა. დაკვირვების, ლოგიკური აზროვნების უნარი. შემოქმედებითი უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.3;


13
კულტურული ურთიერთობები

სასწავლო მიზანი: მოსწავლე გაეცნოს ანტიკური ხანის საბერძნეთსა და კოლხეთს შორის არსებულ კულტურულ ურთიერთობებს ხელოვნების ნიმუსების მაგალითზე. გაიაზროს ამ ურთიერთობათა მნიშვნელობა იმდროინდელი ქართული კულტურისათვის.
შედეგის კოდი: ..IX.5; ..IX.6;


19
სტიმფალის ტბის ფრინველი
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ წარმოსახვით შექმნას მითოლოგიური ფრინველის გამოსახულება მრავალფეროვანი ფერწერული, გრაფიკული ხერხისა და სხვადასხვა მასალის გამოყენებით.
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.2; ..IX.3;


  14
კოლხური საცხოვრებელი სამარხი და სამლოცველო
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ ანტიკური ხანის კოლხური კულტურა, ხელოვნების ნიმუშები. გამოვუმუშავოთ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების უნარჩვევა, ანალიზის, მსჯელობის უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ..IX.3; ..IX.4; ..IX.5; ..IX.6;


20
უძველესი ქართული იარაღი
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ შექმნას ძველი კოლხური შრომის იარაღების ამსახველი დეკორატიული პანო.
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.3;


15
ოქრომრავალი კოლხეთი
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ განასხვავოს კოლხური კულტურის უმთავრესი მახასიათებლები სამაროვანთა მატერიალური კულტურის ნაშთების მხედვით, შეძლოს საკუთარი აზრის გამოთქმა და არგუმენტირება.
შედეგის კოდი: ..IX.5; ..IX.6; ..IX.7;


21
რაზე მოგვითხრობენ მონეტები
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ წარმოსახვით შექმნას რომელიმე ისტორიული ეპოქის (ან ქვეყნის) მონეტა სხვადასხვა მასალის და ხერხის გამოყენებით.
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.2; ..IX.3; ..IX.4; ..IX.6;


16
იბერიის ხელოვნება
სასწავლო მიზანი: მოსწავლე გაეცნოს იბერიის კულტურის, ხელოვნების უმთავრეს მახასიათებლებს და განასხვავოს ის კოლხურისაგან, ასევე შეძლოს მათ შორის მსგავსების აღმოჩენაც, არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ..IX.5; ..IX.6; ..IX.7;


22
ძველი ქართველური ტომები
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ განვლილი მასალის საფუძველზე საკუთარი წარმოსახვით შექმნას ერთერთი ქართველური ტომისკოლხების ან იბერების წარმომადგენლის გამოსახულება ნებისმიერი ხერხით. თანამშრომლობისა და წარდგენის უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ..IX.2; ..IX.3; ..IX.4;


17
ძველი რომის ხელოვნება
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ აითვისოს ძველი რომის არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშნები, განასხვავოს ეს კულტურა სხვა კულტურებისაგან.
შედეგის კოდი: ..IX.5; ..IX.6;


23
რომი და რომაელები
სასწავლო მიზანი: მოსწავლეთა ჯგუფმა განვლილი მასალის საფუძველზე გააცოცხლოს კლასის წინაშე რომის იმპერიის რომელიმე სოციალური ფენის წარმომადგენელთა სახე.
შედეგის კოდი: ..IX.2; ..IX.3; ..IX.4;


24
შემაჯამებელი
გაკვეთილი

სასწავლო მიზანი: მოსწავლის მიერ თეორიული ცოდნის ათვისებისა და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავების ხარისხის შემოწმება. სხვადსხვა ქვეყნის კულტურის ძირითადი თავისებურებების ცოდნა.




25
კატაკომბების ხელოვნება
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა რელიგიების დახასიათება, ამოიცნოს ადრექრისტიანული ხელოვნების ძირითადი ნიშნები და სიმბოლოები, აღწერაანალიზის უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ..IX.5; ..IX.6;



26
ბიზანტიური არქიტექტურა
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ ბიზანტიური არქიტექტურის ძირითადი ნიშნები, რათა მან შეძლოს ამ კულტურის ძეგლების ამოცნობა, გაანალიზება.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5; ..IX.6;



27
შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურა
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ ამოიცნოს და განასხვავოს შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურის ძირითადი ტიპები.
შედეგის კოდი: ..IX.3; ..IX.5; ..IX.6; ..IX.7;



28
შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის არქიტექტურა
სასწავლო მიზანი: მოსწავლე გაეცნოს რომანული და გოთური არქიტექტურის ძირითად სტილისტურ მახასიათებლებს, შეძლოს ამ ძეგლების ამოცნობა, მათ შორის არსებული მსგავსებისა თუ განსხვავებების გაანალიზება.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5; ..IX.6;



29
ხელოვნებათა სინთეზი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ ხელოვნების ის დარგები, რომლებიც ქრისტიანულ ტაძარში გვხვდება, რათა მან შეძლოს ამ ნიმუშების ანალიზი, მათი სპეციფიკის გააზრება. ამ ნიმუშების ერთობლიობითხელოვნებათა სინთეზით წარმოქმნილი მთლიანობის გაანალიზება.
შედეგის კოდი: ..IX.3; ..IX.4; ..IX.5; ..IX.6;



30
როგორ ამკობდნენ ქრისტიანულ ტაძარს
სასწავლო მიზანი: შუა საუკუნეების მონუმენტური მხატვრობის სხვადასხვა ტრადიციის გაცნობის გზით მოსწავლეს გავაცნოთ რელიგიურ თემათა სიმბოლური მნიშვნელობა და ეკლესიაში მათი გამოსახვის წესი.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5; ..IX.6;



31
როგორ ასურათებდნენ სახარებას
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ მხატვრულ ნაწარმოებზე დაკვირვების, მისი ანალიზის უნარი, სხვადასხვა სახარებისეული სცენის ამოცნობისა და მათი სიმბოლური მნიშვნელობის გააზრების უნარი, ტექსტისა და ილუსტრაციების ურთიერთმიმართების გააზრების უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5; ..IX.6;



32
ქართული სავანეები საზღვარგარეთ
სასწავლო მიზანი: მოსწავლე გაეცნოს შუა საუკუნეების ქართულ სავანეებს წმინდა მიწაზე, გააცნობიეროს და გაანალიზოს იერუსალიმის ქართულ სიწმინდეთა მნიშვნელობა ქართული კულტურისათვის. გააფართოს საკუთარი თვალსაწიერი ქართული კულტურის, ხელოვნების შესახებ. მოსწავლეს განუვითარდეს ქართული ხელოვნების მსოფლიო კულტურის კონტექსტში აღქმის და გააზრების უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.2; ..IX.5; ..IX.6;



33
აღმოსავლური ხელოვნება
სასწავლო მიზანი: აღმოსავლური ხელოვნების ტიპიური ნიმუშების აღწერაანალიზის და დასავლურთან მათი შედარების მეშვეობით მოსწავლე გაეცნოს ამ ხელოვნების ძირითად მახასიათებლებს, განუვითარდეს მხატვრული ნაწარმოების ანალიზის უნარი, ამოიცნოს აღმოსავლური ხელოვნების მისთვის უცნობი ძეგლები.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5; ..IX.6;



34
ყველაფერი ძეგლის შესახებ
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ კონკრეტულ ძეგლზე მუშაობის, მისი კვლევის უნარი, წყაროებზე მუშაობის უნარჩვევა. ასევე სამუშაოს სწორად დაგეგმვის და მისი განხორციელების დროის განსაზღვრის უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5; ..IX.6; ..IX.7;



35
მოგზაურობა ძველ სამყაროში
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მოიპოვოს ინფორმაცია ძველი სამყაროს ქვეყნების შესახებ, თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით პრაქტიკული შესრულებისას წარმოაჩინოს საკუთარი ცოდნა ამ ქვეყნების შესახებ.
შედეგის კოდი: ..IX.3; ..IX.4; ..IX.5; ..IX.6; ..IX.7;



36
აღმოსავლური ზღაპრის ილუსტრაცია
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ შეძლოს აღმოსავლური ხელოვნების შესახებ მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისას. აღმოსავლური ხელოვნების ძირითადი ნიშნების საკუთარ ნამუშევარში ინტერპრეტირება, იმპროვიზირება და საკუთარი ნამუშევრის ანალიზიპრეზენტაცია წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით (აღმოსავლური ხელოვნების სტილისტიკის გათვალისწინებით)
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.2; ..IX.4; ..IX.5; ..IX.6;



37
შემაჯამებელი
გაკვეთილი

სასწავლო მიზანი: მოსწავლის მიერ თეორიული ცოდნის ათვისებისა და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავების ხარისხის შემოწმება. სხვადასხვა ქვეყნის კულტურის ძირითადი თავისებურებების ცოდნა.



38
აღორძინების ხანა
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავახსენოთ აღორძინების ეპოქის ხელოვნება, განვუვითაროთ ადრეული რენესანსის ტიპიურ ნიმუშებზე დაკვირვების, დამოუკიდებლად მათი დახასიათების, ამ პერიოდის ნაწარმოებთა თავისებურებების ამოცნობისა და შეფასების უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5; ..IX.6;



39
მაღალი რენესანსის ხელოვნება
სასწავლო მიზანი: ადრეული და მაღალი რენესანსის ნაწარმოებთა შედარებაანალიზის მეშვეობით მოსწავლეს განვუვითაროთ ამ უკანასკნელის ძირითადი სახასიათო ნიშნების ამოცნობის უნარი; განვუვითაროთ კრიტიკული აზროვნების, მსჯელობისა და მხატვრული ნაწარმოების შეფასების უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.5; ..IX.6;



40
უნივერსალური ადამიანი
სასწავლო მიზანი: რენესანსის ეპოქის ჰარმონიულად განვითარებული ადამიანის მომოხილვის მეშვეობით მოსწავლეს განვუვიათაროთ სამყაროს მთლიანობის შეგრძნება, განვუმტკიცოთ ჰუმანისტური იდეალები. ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და წარდგენის უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ..IX.5; ..IX.6;



41
ისტორიული ეპოქა და ნამუშევარი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ სხვადასხვა ეპოქის მხატვრული ნაწარმოების შედარების, ანალიზის, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი. მხატვრული ნაწარმოების ისტორიულ კონტექსტში განხილვის უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5; ..IX.6;



42
ბაროკო
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ რენესანსის და ბაროკოს ეპოქის მხატვრულ ნაწარმოებთა შედარებითი ანალიზის, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5; ..IX.6;



43
ისტორიული ქალაქის არიტექტურული პეიზაჟი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვიათაროთ წარმოსახვა, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი( ხაზობრივი პერსპექტივის კანონები და თავშეყრის წერტილი) განვუმტკიცოთ სახასიათო ელემენტების, დეტალების გამოყენებით ამა თუ იმ ისტორიული ქალაქის რეკონსტრუირების პრაქტიკული უნარჩვევა.
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.2; ..IX.3;



44
პლაკატი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ კონკრეტულ თემაზე (ბაროკოს ეპოქის ხელოვნების ნაწარმოებების გამოფენა) პლაკატის დამოუკიდებლად შექმნის უნარჩვევა, განვუმტკიცოთ ჯგუფში მუშაობის უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.3;



45
შემაჯამებელი
გაკვეთილი
სასწავლო მიზანი: მოსწავლის მიერ თეორიული ცოდნის ათვისებისა და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუსავების ხარისხის შემოწმება. სხვადასხვა ქვეყნის კულტურის ძირითადი თავისებურებების ცოდნა.




46
შთაბეჭდილების ხელოვნება
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავუღრმავოთ ცოდნა იმპრესიონისტული ხელოვნების შესახებ, განვუვითაროთ აღწერაანალიზის, შეფასების უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5; ..IX.6;



47
გეომეტრიული ფორმები ხელოვნებაშიკუბიზმი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ მხატვრული ნაწარმოების აღწერაშედარების და ანალიზის უნარი, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს კუბიზმის თავისებურებების ამოცნობა.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5; ..IX.6;



48
მძაფრი ემოციები ხელოვნებაშიექსპრესიონიზმი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ ექსპრესიონიზმის ძირითადი პოსტულატები, განვუვითაროთ ექსპრესიონისტული ნაწარმოებების ძირითადი მახასიათებლების ამოცნობის, გაანალიზების უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5; ..IX.6;



49
რეალობის მიღმააბსტრაქციონიზმი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ აბსტრაქციონიზმის ძირითადი თავისებურებები, განვუვითაროთ სხვადასხვა სახის აბსტრაქტული ნამუშევრების შეფასებისა და დიფერენცირების უნარი, განვუმტკიცოთ ინტერპრეტაციის უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5; ..IX.6;



50
აბსურდის ხელოვნებასიურეალიზმი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ სიურეალისტური მხატვრობის ძირითადი ნიშნები, განვუვითაროთ სიურეალისტური ნამუშევრების ინტერპრეტირების, მასზე მსჯელობის უნარჩვევა.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5; ..IX.6;



51
თანამედროვე ქანდაკება
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ თანამედროვე ხელოვნების თავისებურებებზე დაკვირვების, მსჯელობის, მხატვრული ნაწარმოების ანალიზის უნარი. გავუღრმავოთ ხელოვნების სხვადასხვა დარგის ურთიერთკავშირის შემეცნების და მათი ინტეგრირებულად აღქმის უნარჩვევა, გავუღვივოთ ფანტაზია და ინტერპრეტირების უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5; ..IX.6;



52
ფერი განწყობილების შესაქმნელად
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი; გარემოზე (ამინდზე და განათებაზე) დაკვირვების უნარი და ამ დაკვირვების პრაქტიკულ სამუშაოში ადეკვატურად გამოყენების უნარჩვევა; განვუმტკიცოთ კოლორიტის მეშვეობით სხვადასხვა განწყობილების გადმოცემის უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.2; ..IX.4;



53
აბსტრაქცია
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუმტკიცოთ აბსტრაქტული ნამუშევრის (კერძოდ გეომეტრიული აბსტრაქციის) დამოუკიდებლად შექმნის უნარჩვევა, გავუღვივოთ ფანტაზია და განვუვითაროთ წარდგენის უნარჩვევა.
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.2;



54
ხელოვნება და თამაში
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ წარმოსახვით გამოსახულების შექმნის და ხელოვნური მასალის შემოქმედებითად გამოყენების უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.2;



55
ჯადოსნური ფრინველი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნაწარმოებებით აღძრული შთაბეჭდილებების ინტეგრირების, მხატვრული ფორმით მათი ასახვის უნარი; სხვადასხვა მასალის გამოყენებით მოცულობითი გამოსახულებების შექმნის პრაქტიკული უნარჩვევა.
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.2; ..IX.3;



56
შემაჯამებელი
გაკვეთილი
სასწავლო მიზანი: მოსწავლის მიერ თეორიული ცოდნის ათვისებისა და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავების ხარისხის შემოწმება. სხვადასხვა ქვეყნის კულტურის ძირითადი თავისებურებების ცოდნა.



57
ხალხური ხელოვნება
სასწავლო მიზანი: ტრადიციული ხალხური ხელოვნების ნიმუშთა გაცნობის და თანამედროვე ხელოვნებაში ამ ტრადიციათა გავლენის გაანალიზების მეშვეობით მოსწავლეს განვუვითაროთ გარემოზე დაკვირვების, კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის მოძიების, წარდგენისა და შეფასების უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.7;



58
XIX საუკუნის თბილისი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ მე–19 საუკუნის თბილისის კულტურა, მისი არქიტექტურა; ,,ტფილისური სკოლისძირითადი თავისებურებები; განვუვითაროთ დასავლური მხატვრობის ტრადიციებთან მისი შედარების და მასზე მსჯელობის უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.5; ..IX.6;



59
ქართველი მხატვრები პარიზში
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავცნოთ მე–20 საუკუნის 20–იანი წლების ქართული მხატვრობა, რათა მან იმსჯელოს და ერთმანეთისაგან განასხვავოს სხვადასხვა ქართველი მხტვრის. კაკაბაძის, . ახვლედიანის, . გუდიაშვილის ინდივიდუალური მანერა, მათი შემოქმედება, მოიძიოს ინფორმაცია მათ შესახებ.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5;



60
თეატრის მხატვრობა
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ მხატვრობის როლი თეატრში, განვუვითაროთ თეატრალური დეკორაციის და კოსტიუმების შეფასების, მათზე მსჯელობის უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.5; ..IX.6;



61
თანამედროვე ქართული ქანდაკება
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ მე–20 საუკუნის ქართული ქანდაკებისა და ქართველ მოქანდაკეთა შემოქმედების თავისებურებებზე მსჯელობის უნარი, რათა მოსწავლემ შეძლოს, რომ შეადაროს და განასხვავოს სხვადასხვა ტიპის ქანდაკება, ისაუბროს თითოეულის თავისებურებებზე, შეაფასოს რამდენად ერწყმის მის გარემოს.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5; ..IX.6; ..IX.8;



62
ხელოვნება საბჭოთა პერიოდში
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ მე–20 საუკუნის 30–იანი–70–იანი წლების ხელოვნების ნაწარმოებები. განვუვითაროთ ამ პერიოდის ქართული ხელოვნების ძირითადი მიმართულებების და მათი განმასხვავებელი ნიშნების ჩამოყალიბების უნარი.
შედეგის კოდი..IX.4; ..IX.5; ..IX.6; ..IX.7;



63
ოთხმოციანელები ქართულ ხელოვნებაში
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ,, ოთხმოციანელთახელოვნება, განვუვითაროთ ქართული ხელოვნების ახალი ტალღის ძირითადი პრობლემების, მხატვრული თავისებურებების ამოცნობისა და ანალიზის უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.4; ..IX.5; ..IX.6;



64
თექა
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ ტრადიციული ხელოვნების და რეწვის ერთერთი სახეობისთექის პრაქტიკულად შექმნის უნარჩვევა.
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.3; ..IX.7;



65
ყველაფერი არქიტექტურული ძეგლის შესახებ
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.2; ..IX.3;



66
კოლაჟი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ ბუნებრივი და ხელოვნური მასალის გამოყენებით კოლაჟის შექმნის უნარჩვევა.
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.2; ..IX.3;



67
ანაბეჭდიმხატვრული ექსპერიმენტი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ მხატვრული ექსპერიმენტის ჩატარების უნარჩვევა, რათა მან შეძლოს ანაბეჭდის მეშეობით ნამუშევრის შექმნა ბუნებრივი და ხელოვნური მასალის გამოყენებით.
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.2; ..IX.3;



68
სურათი ისტორიულ თემაზე
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ წარმოსახვიტ მხატვრული ნამუშევრის შექმნის პრაქტიკული უნარჩვევა.
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.2; ..IX.3;



69
შემაჯამებელი
გაკვეთილი

სასწავლო მიზანი: მოსწავლის მიერ თეორიული ცოდნის ათვისებისა და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავების ხარისხის შემოწმება. სხვადასხვა ქვეყნის კულტურის ძირითადი თავისებურებების ცოდნა.




პროექტი
სხვადასხვა კუთხის კულტურა
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ საქართველოს სხვადსხვა კუთხის კულტურის კვლევის, ინფორმაციის მოძების, ამ კუთხისთვის დამახასიათებელი თავისებურებების დიფერენციაციის უნარი; არქიტექტურის, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების ანალიზის უნარჩვევა, განვუმტკიცოთ ჯგუფში მუშაობის ფუნქციების განაწილების, დროის ორგანიზების ჩვევები. განვუვითაროთ საპრეზენტაციო უნარი.
შედეგის კოდი: ..IX.3; ..IX.7; ..IX.8;



პროექტი
კარნავალი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ ჯგუფში მუშაობის უნარი (დროის მართვა, ფუნქციების განაწილება); გავუღვივოთ ფანტაზია, შემოქმედებითი უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.3;



პროექტი
სახლმუზეუმი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, დიფერენციაციის უნარი, გავუღრმავოტ კულტურის მოღვაწეების მიმართ ინტერესი, განვუმტკიცოთ ჯგუფში მუშაობის უნარი, განვუვითაროთ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიზანმიმართულად გამოყენების უნარჩვევა.
შედეგის კოდი: ..IX.1; ..IX.3; ..IX.8;



პროექტი
კომპიუტერული ტექნოლოგიები
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუმტკიცოთ ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობის უნარი, გავუღვივოთ შემოქმედებითი მიდგომა და დასკვნების არგუმენტირებულად გაკეთების უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.IX.1; ს.გ.IX.4; ს.გ.IX.5; ს.გ.IX.6; ს.გ.IX.8;


VIII კლასი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით
შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება
კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ხელოვნების აღქმა კონტექსტშ
 ს.გ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენს სახვითი  ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას. 

ს.გ.VIII.2.   მოსწავლე იჩენს ინიციატივას და ავითარებს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და პროცედურის გამოყენების უნარს ნამუშევრის შექმნისას.

ს.გ.VIII.3.  მოსწავლეს შეუძლია ასახს  ნამუშევარში გარემოზე დაკვირვების შედეგებ, განავითარს გამომსახველობით ხერხებ.

ს.გ.VIII.4.   მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და აფართოებს მათი ასახვის გზებს ნამუშევარში.

ს.გ.VIII.5.  მოსწავლეს შეუძლია დაგეგმს და შეასრულს სხვადასხვა სახის სამუშაო.
ს.გ.VIII.6.   მოსწავლეს შეუძლია მიმართს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
ს.გ.VIII.7.  მოსწავლეს შეუძლია გამოიყენს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
ს.გ.VIII.8.   მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის კომუნიკაციის და კულტურის თვითგამოხატვის საშუალება.
ს.გ.VIII.9.   მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღოს              სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
ს.გ.VIII.10.   მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადარს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები. 
ს.გ.VIII.11.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა კონტექსტში განიხილს ხელოვნების ნიმუშ.
ს.გ.VIII.12.   მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.
ს.გ.VIII.13.    მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.

თემატური გეგმა – VIII კლასი
VIII კლასის ხელოვნების სახელმძღვანელოში მოცემული თემების რაოდენობა მთლიან წელზე არის 63; პროექტი 2  . I სემესტრში 15 სასწავლო კვირაა და ტარდება ხელოვნებაში –29 გაკვეთილი, კვირაში 2 საათი, ხოლო მე–2 სემესტრში 21 სასწავლო კვირაა, კვირაში 1 საათი– გაკვეთილი –21;
თარიღი
საათების რაოდენობა

თემის სათაური

მიზნები და შედეგები

შენიშვნა


1
რას ეხება ეს წიგნი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავურმავოთ ხელოვნებისადმი ინტერესი, მოსწავლემ შეძლოს სახვითი ხელოვნების დარგებისა და ჟანრების კლასიფიკცია, ამ დარგების განსაზღვრებათა ვერბალურად ჩამოყალიბება, მსჯელობა. მოსწავლეს ჰქონდეს წარმოდგენა, რას ისწავლის და რას გააკეთებს მთელი წლის განმავლობაში ამ წიგნის დახმარებით.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10.



2
დაზგური ფერწერა
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ გაიხსენოს სახვითი ხელოვნების ერთ–ერთი დარგის, ფერწერის კონკრეტული სახეობა– დაზგური ფერწერა. გაეცნოს მის ისტორიას და თავისებურებებს. განასხვავოს დაზგური ხელოვნების ნიმუში სხვა დარგის ნამუშევრისაგან, შეძლოს მათი დახაისათება და გაანალიზება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7; ს.გ.VIII .10.



3
პეიზაჟის სახეობები

სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ პეიზაჟის ისტორია, ამ ჟანრის სახეობები. მოსწავლემ შეძლოს სხადასხვა ტიპის პეიზაჟის კომპოზიციური სტრუქტურის, სივრცის გადმოცემის ხერხების გაანალიზება, ამ ჟანრის ნამუშევრებში ეპოქალური ნიშნების ამოცნობის უნარის გამომუშავება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.10; ს.გ.VIII .11.



4
რას გვეუბნევა პორტრეტი?
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ თუ რა სახის პორტრეტები არსებობს, როგორ და როდის ჩამოყალიბდა პორტრეტი, როგორც დამოუკიდებელი ჟანრი. მოსწავლემ შეძლოს ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა ტიპის პორტრეტები, ისაუბროს იმის შესახებ, რა ნიშნის მიხედვით მიაკუთვნა ისინი ამა თუ იმ ტიპს.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;



5
მენინები
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მრავალშრიანი შედევრის გაანალიზება სხვადასხვა ასპექტით. ასევე, ერთსა და იმავე თემაზე შესრულებული რეალისტური და პირობითი ნამუშევრის შედარებითი ანალიზი, არგუმენტირებული მსჯელობა.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;



6
ნატურმორტი– მკვდარი ბუნება
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ განასხვავოს სხვადასხვა ტიპის ნატურმორტი ერთმანეთისაგან. იმსჯელოს მათ თავისებურებებზე, გაანალიზოს ამ ჟანრის კონკრეტული ნიმუშები და გამოთქვას თავისი მოსაზრებანი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;



7
ყოფითი და ისტორიული ჟანრები
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ ყოფითი და ისტორიული ჟანრის ცნება. ამ ჟანრის ჩამოყალიბების ისტორია. განვუვითაროთ მსჯელობის, აღწერა–ანალიზის უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;



8
ხატწერის ხელოვნება
სასწავლო მიზანი: მოსწავლე გაეცნოს დაზგური მხატვრობის უძველეს სახეობას– ხატწერას და მის მხატვრულ თავისებურებებს, მსჯელობის, აღწერა–ანალიზის უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11; ს.გ.VIII.12;



9
მონუმენტური მხატვრობა
სასწავლო მიზანი: მოსწავლე გაეცნოს სახვითი ხელოვნების ერთ–ერთ სახეობას– მონუმენტურ მხატვრობას, მის თავისებურებებს. განვუვითაროთ მსჯელობის, ანალიზის უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;



10
სივრცის ასახვის ხელოვნება
სასწავლო მიზანი: მოსწალე გაეცნოს სხვადასხვა ეპოქის(რენესანსი, ბაროკო, თანამედროვეობა) მონუმენტური მხატვრობის თავისებურებებს. განვივითაროთ მსჯელობის, შედარების, ანალიზის უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;



11
როგორ შევუნარჩონოთ ძეგლებს სიცოცხლე
სასწავლო მიზანი: მოსწავლე გაეცნობა ისტორიული ძეგლების მოვლა– პატრონობის საკითხებსა და პრობლემებს. რესტავრაციისა და რესტავრატორთა საკითხების გაცნობა. მსჯელობის უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.12;



12
პროფესია –მხატვარი
სასწავლო მიზანი: მოსწავლე გაეცნოს პრივიტიზმისა და ნაივის ცნებას, თვითნასწავლი მხატვრების– ნიკო ფიროსმანის, ანრი რუსოს და ანა–მარია რობერტსონ მოზესის შემოქმედებას. განვუვითაროთ აღწერა–ანალიზის, მსჯელობის უნარი.
შედეგის კოდი:ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.12;



13
კინო და მხატვრობა
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ გააცნობიეროს მხატვრობის როლი კინოში, გაეცნოს მის სპეციფიკას. მსჯელობის, ანალიზის უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .9.



14
როგორ გადმოვცეთ განწყობილება?
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ განწყობილებების, იდეებისა და ემოციების გამოსახატავად თემის შერჩევისა და ამ თემის შესაბამისი სხვადასხვა ხერხის, მასალის, შემოქმედებითი, წარდგენის უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.1;ს.გ.VIII.2; ს.გ.VIII .3. ს.გ.VIII.4;



15
ვხატავთ პეიზაჟს
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების შემოქმედებითად გადმოცემისა სივრცის ასახვის უნარი. შემოქმედებითი უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.1;ს.გ.VIII.3;



16
სახასიათო პორტრეტი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის გამოყენებით პორტრეტის შექმნის პრაქტიკული უნარ–ჩვევა. დაკვირვების უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.3;ს.გ.VIII.4; ს.გ.VIII .5.



17
როგორ დავხატოთ ნატურმორტი?
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ელემენტებისა და ხერხის (კონკრეტული ფერები, მონასმი, ფაქტურა) გამოყენებით ნატურმორტის პრაქტიკულად შექმნის უნარ–ჩვევა.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.1;ს.გ.VIII.2; ს.გ.VIII .3. ს.გ.VIII.5;



18
როგორ შევქმნათ ძველი სურათი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუმტკიცოთ სხვადსხვა მასალისა და ტექნიკის გამოყენებით ესკიზის შექმნის პრაქტიკული უნარ–ჩვევა.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.1;ს.გ.VIII.2; ს.გ.VIII .4. ს.გ.VIII.5;



19
,,ვიღებთ“ კინოფილმს

სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის გამოყენებით ესკიზის შექმნის პრაქტიკული უნარ–ჩვევა.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.4;ს.გ.VIII.5;



შემაჯამებელი
გაკვეთილი 20
სასწავლო მიზანი: მოსწავლის მიერ თეორიული მასალის ათვისებისა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავების ხარისხის შემოწმება. მოსწავლეს განვუმტკიცოთ ცოდნა სახვითი ხელოვების ერთ–ერთი დარგის– ფერწერის შესახებ.




21
ქანდაკება. მასალა, ფუნქცია, გარემო

სასწავლო მიზანი: მოსწავლემ გაიხსენოს სახვითი ხელოვნების ერთ–ერთი დარგი–ქანდაკება, გაეცნოს მის ისტორიას, სახეობებსა და თავისებურებებს. განასხვავოს ქანდაკების ნიმუში სხვა დარგის ნამუშევრისაგან, შეძლოს მრგვალი ქანდაკებების სახეობების ამოცნობა, მათი დახასიათება და გაანალიზება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;



22
რელიეფის ხელოვნება
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ რელიეფის სახეობები და მათი თავისებურებებანი სხვადასხვა ეპოქაში, მოსწავლემ შეძლოს მათ შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა, მსჯელობა, გაანალიზება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;



23
მრგვალი ქანდაკება
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ მრგვალი ქანდაკების სახეობები და მათი თავისებურებებანი სხვადასხვა ეპოქაში. მსჯელობის, ანალიზის უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;



24
ქანდაკება და პორტრეტის ხელოვნება
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ პორტრეტის სახეობები ქანდაკებაში, მისი სახეობები და თავისებურებანი სხვადასხვა ეპოქაში. განვუვითაროთ მსჯელობის, ანალიზის უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;



25
თანამედროვე ქანდაკება
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ თანამედროვე ქანდაკების ფორმები, მისი მრავალფეროვნება, სპეციფიკა და პირობითი სამეტყველო ენა. მოსწავლემ შეძლოს მათ შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა, მსჯელობა, გაანალიზება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;



26
ბუნების კარნახით
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ ბუნებრივი რესურსის გამოყენების, მისი ფორმის ინტერპრეტაციის გზით, საკუთარი ფანტაზიის მოხმობით შექმნას ორიგინალური ნამუშევარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.4;ს.გ.VIII.5;



27
მცირე პლასტიკის ხელოვნება
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ ე.წ. მცირე პლასტიკის ნიმუშის მარტივი ხერხებით შექმნის პრაქტიკული უნარ–ჩვევა. განვუმტკიცოთ საკუთარი ნამუშევრის აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.4;ს.გ.VIII.5;



28
რას გვეუბნევა პორტრეტი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ ხელოვნების ნაწარმოების აღწერის, მისი ცალკეული ელემენტების გაანალიზებისა და პრეზენტაციის უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.11;



29
ვქმნით თანამედროვე ქანდაკებას
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ თანამედროე ქანდაკების შექმნის ხერხები ხელმისაწვდომი მასალის გამოყენებით. შემოქმედებითი უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.1;ს.გ.VIII.2; ს.გ.VIII .4.



შემაჯამებელი
გაკვეთილი 30
სასწავლო მიზანი: მოსწავლის მიერ თეორიული ცოდნის ათვისებისა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავების ხარისხის შემოწმება. სხვადასხვა ქვეყნის კულტურის ძირითადი თავისებურებების ცოდნა, ქანდაკების სხვადასხვა ტიპის ნიმუშების დახასიათების უნარი.




31
ნახატის ხელოვნება
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ გაიხსენოს სახვითი ხელოვნების ერთ–ერთი დარგი– გრაფიკა და მისი სახეობები, გაეცნოს მის მასალებს, ისტორიას და თავისებურებებს, აღწერა–ანალიზის უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;


39
გრაფიკული ნამუშევარი ფანქრით
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ გრაფიკული მასალის ( ფანქარი) მეშვეობით პრაქტიკული სამუშაოს შესრულების უნარ–ჩვევა.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.1;ს.გ.VIII.3;


32
შავთეთრი გრაფიკა
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ, რას გულისხმობს ტერმინი,, შავ–თეთრი გრაფიკა“ და რომელი მასალით იქმნება შავ–თეთრი გრაფიკის ნიმუშები, რა შესაზლებლობები აქვს ტუშსა და ნახშირს, რომელ ეპოქაში როგორ იყენებდნენ ამ მასალას. აღწერა–ანალიზის უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;


40
ვხატავთ ტუშითა და ნახშირით
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ გააცნობიეროს შავ–თეთრი გრაფიკის– ტუშისა და ნახშირის მხატვრული შესაძლებლობები. გამოვუმუშავოთ მათი მეშვეობით საკუთარი ნამუშევრის შექმნის უნარ–ჩვევა. ინტერპრეტაციის უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.1;ს.გ.VIII.2; ს.გ.VIII .3. ს.გ.VIII.4; ს.გ.VIII.5;ს.გ.VIII.7;


33
ფერადი გრაფიკა.
აკვარელი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ, აკვარელის საღებავის ისტორია, ტექნიკის თავისებურებები, მხატვრული შესაზლებლობები, ამ მასალის ისტორია და სხვადასხვა ეპოქაში მისი გამოყენების ხერხები. განვუვითაროთ აღწერა–ანალიზის უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;


41
ვხატავთ წყალქვეშა სამყაროს
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ მიზანმიმართულად გამოიყენოს მრავალფეროვანი მასალა და ტექნიკა კონკრეტული თემის ასახვისას. განვუვითაროთ შემოქმედებითი უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.1;ს.გ.VIII.2; ს.გ.VIII .3. ს.გ.VIII.5;


34
ფერადი გრაფიკა სხვადასხვა მასალა
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ, რას გულისხმობს ტერმინი ,,ფერადი გრაფიკა“ და რომელი მასალით (სანგინა, პასტელი, ფერადი ცარცი) იქმნება ფერადიგრაფიკული ნამუშევრები, მათი თვისებები და შესაძლებლობები. განვუვითაროთ აღწერა–ანალიზის უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII.11;


42
ფერადი გრაფიკული ნამუშევარი
სასწავლო მიზანი : მოსწავლეს განვუვითაროთ გრაფიკული ნამუშევრის შექმნის უნარი, შემოქმედებითი და წარდგენის უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.1;ს.გ.VIII.3;


35
ბეჭდური გრაფიკა
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ ბეჭდური გრაფიკის– გრავიურის სახეობები, მასალა და თავისებურებები. ამ ტექნიკის ისტორია. აღწერა–ანალიზის უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.5; ს.გ.VIII.7; ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;


43
ერთი ანაბეჭდის ხელოვნება
სასწავლო მიზანი: მოსწავლე გაეცნოს და გამოიყენოს მონოტიპიის ტექნიკა, საკუთარ ნამუშევრის შესაქმნელად, განვუვითაროთ მხატვრული ექპერიმენტის ჩატარების უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.1;ს.გ.VIII.2; ს.გ.VIII .5.


36
წიგნის ისტორიიდან
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ წიგნის ისტორია, მისი უძველესი ფორმები, სხვადასხვა კულტურაში გავრცელებული წიგნის თავისებურებანი, განვუვითაროთ ხელოვნების ნაწარმოების ისტორიულ და რელიგიურ კონტექსტში გააზრების უნარი, არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11; ს.გ.VIII.12;


44
ანბანის სამყარო
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ შრიფტის შექმნის ხელოვნება, მისი მხატვრული ინტერპრეტაციის ხერხები. მოსწავლეებმა შექმნან წარწერა, გამოიყენონ ასოთა აგების სხვადასხვა ხერხი და თავად მოიფიქრონ ასოების ორიგინალური ფორმა.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.5;ს.გ.VIII.6;


37
წიგნის ხელოვნება
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ წიგნის სპეციფიკა, მისი შემადგენელი ნაწილები და მისი შექმნის ხელოვნება. განვუვითაროთ წიგნის შესახებ ინფორმაციის მიღების უნარი, აღწერა–ანალიზის უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11; ს.გ.VIII.12;


45
ჩვენი წიგნი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ წიგნის ინტერპრეტაციის, მისი გრაფიკული ილუსტრირების უნარ–ჩვევა. გამოვუმუშავოთ საკუთარი ხელით წიგნის კოლექტიურად შექმნის უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.1;ს.გ.VIII.2; ს.გ.VIII .14. ს.გ.VIII.5; ს.გ.VIII.6;


38
პლაკატის ხელოვნება
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ პლაკატის რაობა, მისი წარმოშობა, ისტორია. ვაჩვენოთ რა ელემენტებისაგან შედგება პლაკატი, რა მიზანი აქვს მას და რა სახის პლაკატები არსებობს,დაკვირვების, მსჯელობის უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;



  46
პლაკატი აქტუალურ თემაზე

სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ გრაფიკული პლაკატის შექმნის უნარი, გავუღრმავოთ თანამშრომლობის უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.1;ს.გ.VIII.2; ს.გ.VIII .4. ს.გ.VIII.5; ს.გ.VIII.6;



შემაჯამებელი
გაკვეთილი 47
სასწავლო მიზანი: მოსწავლის მიერ თეორიული მასალის ათვისებისა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავების ხარისხის შემოწმება. მოსწავლეს განვუმტკიცოთ ცოდნა სახვითი ხელოვნების ერთ–ერთი დარგის– გრაფიკის შესახებ.




48
ორნამენტი ნივთის სამკაული
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ ორნამენტის ძირითადი პრინციპების, მოტივების, კომპოზიციის ამოცნობის, ანალიზის უნარი. აღწერა–ანალიზის უნარ–ჩვევის განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;


52
ორნამენტი სხვადასხვა კულტურაში
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ განასხვავოს სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელი ორნამენტის თავისებურებანი, განვუვითაროთ შემოქმედებითი უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.1;ს.გ.VIII.4; ს.გ.VIII .5.


49
კერამიკის ხელოვნება
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუმტკიცოთ ცოდნა კერამიკული ჭურჭლის დამზადებისა და მისი სხვადასხვა ხერხით შემკობის ტრადიციის შესახებ, განვუვითაროთ ანალიზის უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10.


53
თიხის ჭურჭელი
სასწავლო მიზანი: განვუმტკიცოთ მოსწავლეს გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების შექმნის უნარი(კერამიკული ჭურჭლის შექმნის უნარ–ჩვევა) განვუვიტაროთ დაკვირვების, შემოქმედებითი უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.2;ს.გ.VIII.5;


50
ეპოქა და სამოსი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ სხვადასხვა ქვეყნისა და ეპოქის სამოსის ძირითადი მახასიათებლების ამოცნობის უნარი, გავუღრმავოთ სხვადასხვა ულტურის თავისებურებების დახასიათებისა და შედარების უნარ–ჩვევა.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.4;ს.გ.VIII.5; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;


54
კოსტიუმის მნიშვნელოვანი დეტალები
 სასწავლო მიზანი: მოსწავლემ პრაქტიკულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები ამა თუ იმ ეპოქის დამახასიათებელი კოსტიუმის შესაქმნელად.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.4;ს.გ.VIII.5;


51
დიზაინი ჩვენს გარშემო
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ დიზაინერის პროფესიის ისტორია, მისი ძირითადი ფუნქცია და მუშაობის სფერო. განვუვითაროთ დიზაინის ძირითადი თავისებურებების გაცნობიერების უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;



55
ბატიკა

სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუმტკიცოთ ქსოვილის მოხატვისა და ამ გზით დეკორატიული ნამუშევრის შექმნის უნარ–ჩვევა. განვუმტკიცოთ თანამშრომლობისა და შემოქმედებითი უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.1;ს.გ.VIII.2; ს.გ.VIII .6.



შემაჯამებელი
გაკვეთილი 56

სასწავლო მიზანი: მოსწავლის მიერ თეორიული მასალის ათვისებისა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავების ხარისხის შემოწმება. მოსწავლეს განვუმტკიცოთ ცოდნა სახვითი ხელოვნების ერთ–ერთი დარგის – დეკორატიულ– გამოყენებითი ხელოვნების შესახებ.




57
სამი გოთური კათედრალი
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის ინტეგრირების უნარი. განვუმტკიცოთ არქიტექტურული ნაგებობის გეგმის გაცნობის უნარი. გამოვუმუშავოთ არქიტექტურული ნაგებობის ექსტერიერისა და ინტერიერის შედარებითი ანალიზის უნარი, განვუვითაროთ დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიების, მსჯელობის უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;



58
იტალიური პალაცო
სასწავლო მიზანი:  მოსწავლეს განვუვითაროთ კონკრეტული ეპოქის (იტალიური რენესანსი) საცხოვრებლის თავისებურებებზე დაკვირვების, შედარების და მსჯელობის უნარი. განვუვითაროთ ანალიზის უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;



59
ბაღის შექმნის ხელოვნება
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს გავაცნოთ საბაღე ხელოვნების ძირითაფი პრინციპები, განვუვითაროთ ვიზუალური მასალის შედარებითი ანალიზის უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.8;ს.გ.VIII.10; ს.გ.VIII .11. ს.გ.VIII.13;



60
ფუნქცია და ფორმა არქიტექტურაში
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ თანამედროვე არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ნიშნების ამოცნობის და არქიტექტურის ფუნქციონალურ დანიშნულებასთან მათი დაკავშირების უნარი. განვუმტკიცოთ არქიტეტურული ნამუშევრების აღწერა–ანალიზის უნარი.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.7;ს.გ.VIII.8; ს.გ.VIII .10. ს.გ.VIII.11;



61
ჩვენი სკოლის ეზო
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ სკოლის ეზოს დეკორატიულად შემკობის პრაქტიკული უნარ–ჩვევა, გუნდური მუშაობის, ფუნქციების გადანაწილების და პასუხისმგებლობის გაზიარების უნარები.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.5;ს.გ.VIII.6; ს.გ.VIII .9.



62
სახალისო არქიტექტურა
სასწავლო მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ნამუშევარში გამოყენების უნარი, დაკვირვების, შემოქმედებითი უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.1;ს.გ.VIII.4;



შემაჯამებელი
გაკვეთილი 63
სასწავლო მიზანი: მოსწავლის მიერ თეორიული მასალის ათვისებისა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავების ხარისხის შემოწმება. მოსწავლეს განვუმტკიცოთ ცოდნა ხელოვნების ერთ–ერთი დარგის– არქიტექტურის შესახებ.




პროექტი 1–
ქართული კულტურის ძეგლები
სასწავლო მიზანი: მოსწავლე გაეცნოს ქართული ხელოვნების ძეგლებს, შეძლოს მასზე ინფორმაციის მოძიება, მცირე კვლევის ჩატარება და საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.9;ს.გ.VIII.12;



პროექტი – ეს
მნიშვნელოვანია
სასწავლო მიზანი: მოსწავლემ შეძლოს საკუთარი პოზიციის გამოხატვა გარკვეული კრეატიული ფორმით საზოგადოებაში არსებული ნებისმიერი საჭირბოროტო საკითხის, პრობლემის მიმართ.
შედეგის კოდი: ს.გ.VIII.9;





Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ნახატის წაკითხვა-ანალიზი