ინტელის ტრენინგის მეეშვიდე შეხვედრა
2018 წლის 25 ივლის შევხვდიტ ინტელის ძირითადი კურსის ტრენინგზე მეშვიდე.
ტრენინგის
მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით...მასწავლებლისა და მოსწავლის როლები რომ განსხვავდება მოსწავლეზე ორიენტირებულ და პროექტებზე დაფუძნებულ გაკვეთილზე, მოსწავლეებს როგორ დავეხმაროთ სწავლის პროცესის სწორად წარმართვაში.პროექტის დასაწყისში, როგორ შევიმუშავო
მიზნები და შემუშავების ხერხები/საშუალებები:
მეექვსე მოდულის ძირითადი საკითხები:
- მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ, მცირე ცვლილებებს მოიცავს.
- მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან, რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლის განვითარებაში დაეხმარონ.
- მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ.
- მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების ოთხ სახეს:
- შინაარსი
- პროცესი
- პროდუქტი
- სასწავლო გარემო
- მასწავლებლებს შეუძლიათ, სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზონ, მათ შორის, განიხილონ ვიზუალურ-კინესთეტიკურ-აუდიო შემსწავლელები, მარცხენა ნახევარსფეროზე/მარჯვენა ნახევარსფეროზე დამოკიდებული შემსწავლელები, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელები.
- ყველა ტიპის შემსწავლელის საჭიროებების დაკმაყოფილება მოითხოვს საფეხურებრივ სწავლებას, რათა მოსწავლის თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა თანდათანობით გაიზარდოს.
Комментарии
Отправить комментарий